2011-2013 წლებში
მასწავლებელთა
პროფესიული
განვითარების
ეროვნულმა
ცენტრმა
პროგრამის „ქართული ენა მომავალი
წარმატებისთვის“ ფარგლებში უზრუნველყო
დაწყებითი, საბაზო და საშუალო
საფეხურის
I-XII დონის
სახელმძღვანელოების
შექმნა,
რომელიც
განკუთვნილია
არაქართულენოვანი
მოსწავლეებისთვის.
სახელმღვანელო კომპლექტი შედგება მოსწავლის
წიგნისგან, მოსწავლის რვეულისგან და მასწავლებლის წიგნისგან აუდიო მასალასთან
ერთად.
ქართული ენის ახალი სახელმძღვანელო აგებულია თანამედროვე პედაგოგიკის პრინციპებზე, რომლის ქვაკუთხედია ენის კომუნიკაციური სწავლება. კომუნიკაციურ-ინტერაქტიული მეთოდი მნიშვნელოვნად განსხვავდება ენის სწავლების ტრადიციული და გრამატიკულ-მთარგმნელობითი მიდგომებისაგან. წიგნის თემატური ერთეულები და მათი თანამიმდევრობა აგებულია მოსწავლეთა ინტერესებისა და რეალურ საცხოვრებელ გარემოში, ყოფით სიტუაციებში მიმდინარე მოვლენების, საჭიროებების გათვალისწინებით. რაც
შეეხება
გრამატიკის
სწავლებას,
აქცენტი
გაკეთდა
ე.წ. გამოყენებით,
ანუ
კომუნიკაციურ
გრამატიკაზე.
სახელმძღვანელოში
გრამატიკა
არის
ის
იარაღი,
რომლითაც
მოსწავლემ
სათანადო
შედეგს
უნდა
მიაღწიოს.
მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო მასალების სახით, სასწავლო პროცესში გამოყენებულია არამარტო სახელმძღვანელოები, არამედ
აუდიო/ვიდეო
მასალაც.
ამასთანავე,
შეიქმნა
სპეციალური
კომპიუტერული
თამაშები,
რომლებიც
ჩაიტვირთა
პირველკლასელებისთვის
დარიგებულ
ნეთბუკებში
და
ასევე
განთავსდა
სპეციალურ
ვებ-გვერდზე
(www.buki.ge).