- პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ქართული
ენის სერტიფიცირებულ მასწავლებლებს, რომლებსაც აქვთ სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება.
- პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს
მოქალაქეებს, რომლებიც
სრულყოფილად ფლობენ სახელმწიფო ენას და აქვთ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი შესაბამისი მიმართულებით. პროგრამაში მონაწილეობა ასევე შეუძლია მათ, ვისაც ბოლო 10 წლის განმავლობაში აქვთ შესაბამისი საგნის
სწავლების მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია მოხდება ელექტრონულად
ვებ-გვერდზე
www.hr.gov.ge. რეგისტრაციის
დასრულების შემდეგ კონკურსის II ეტაპზე გასული ყველა კანდიდატი ჩააბარებს შესაბამისი საგნის ტესტს. ტესტირების შემდგომ ეტაპზე გასული კონკურსანტები
გაივლიან გასაუბრებას. იმ კანდიდატებს, რომლებსაც გავლილი აქვთ სერტიფიცირება შესაბამის
საგანში არ აქვთ ვალდებულება გაიარონ ტესტირება საგანში. გასაურების შედეგად შერჩეული კანდიდატები
გაივლიან ინტენსიურ მომზადებას და განაწილდებიან სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის არაქართულენოვან
სკოლებში.