მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
პროგრამები
 სტანდარტები
 პესტალოცი
 პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა
 მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა
 ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად
 სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)
 ასწავლე საქართველოსთვის
 დამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამა
 ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამა
 არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა

მაძიებლობა
 

მასწავლებლობის მაძიებლობის სახელმწიფო პროგრამის შესახებ

თანამედროვე სკოლას სულ უფრო მზარდი მოთხოვნების პირობებში უწევს მოქმედება. ეს პირდაპირ უკავშირდება საზოგადოებრივ დაკვეთას, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი უფრო მაღალ დონეზე წარიმართოს, ვიდრე აქამდე ხდებოდა. შესაბამისად, სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა კონკურენტუნარიანი პედაგოგებით კვლავ მწავე საკითხად რჩება.

ბევრი კვლევა ცხადყოფს, რომ მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებებსა და პოზიტიურ ქცევას პირველ რიგში მასწავლებლის პროფესიონალიზმი განაპირობებს. ასევე კარგად არის ცნობილი, რომ უკანასკნელ ათწლეულებში პედაგოგიურმა თეორიამ და პრაქტიკამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ფსიქოლოგიაში, ანთროპოლოგიაში, ლინგვისტიკაში, ნეიროფიზიოლოგიასა და სხვა მეცნიერებებში ჩატარებული კვლევების კვალდაკვალ. თანამედროვე მასწავლებლის საქმიანობაში, რომელიც ტრადიციულად ხელოვანის ოსტატობასთან უფრო იყო ასოცირებული, ბოლო პერიოდში სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს სწავლისა და განვითარების თანამედროვე თეორიებისა და სხვა სამეცნიერო დისციპლინების ცოდნა. ამდენად, ჩვენ საქმე გვაქვს პროფესიასთან, რომელიც სულ უფრო მეტ, მაღალი დონის კომპეტენციას მოითხოვს. კარგი მასწავლებლისათვის აუცილებელი კომპეტენციები ახლა უფრო ,,შესწავლადი‘‘ გახდა, ხოლო უწინ მასწავლებლობის ბუნებრივ ნიჭთან იყო ასოცირებული.

მაძიებლობის ინსტიტუტის დანერგვა ზემოთ აღწერილი სირთულეების დაძლევას ემსახურება. მისი შემოღებით სასკოლო სისტემა ყოველწლიურად შეივსება ისეთ მასწავლებელთა ნაკადით, რომლებსაც გადალახული აქვთ სკოლის ადმინისტრაციასთან, პერსონალთან, ბავშვებთან და მშობლებთან ურთიერთობის პირველადი ბარიერები, პრაქტიკულად აქვს გამოცდილი სასწავლო პროცესის და კლასის მართვის სტრატეგიები და გამომუშავებული აქვს საკუთარი საქმიანობის შეფასების საბაზისო უნარი. გარდა ამისა, მაძიებლობის პერიოდის გავლით დამწყები მასწავლებელი სასწავლო პროცესის დაგეგმვასთან, წარმართვასთან, შეფასებასა და ანგარიშგებასთან დაკავშირებული უამრავი პრაქტიკული ინსტრუმენტით აღიჭურვება.

მასწავლებლობის მაძიებელობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამ2008-2010 მასწავლებლობის მაძიებლობის საპილოტე პროექტის საფუძველზე მომზადდა.

სახელმწიფო პროგრამის განხორციელება 2010-2011 სასწავლო წლიდან დაიწყო თბილისის, გორის, თელავის, ახალციხის, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის საჯარო და კერძო სკოლებში.

მაძიებლის პედაგოგიურ საქმიანობას ხელმძღვანელობს და კოორდინირებას უწევს მენტორი- კვალიფიციური, გამოცდილი და პრაქტიკოსი პედაგოგი, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური ტრენინგი მენტორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

პროგრამის ფარგლებში შემუშავდა მაძიებლის სტანდარტი, რომელიც მაძიებლის საქმიანობის შეფასების კიდევ ერთი ინსტრუმენტს წარმოადგენს.

2011-2012 პროგრამის ფარგლებში შეირჩა 130 მენტორი და 450-მდე მაძიებელი თბილისის, გორის, თელავის, ახალციხის, ოზურგეთის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთისა და რუსთავის საჯარო და კერძო სკოლებში.