მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
პროგრამები
 სტანდარტები
 პესტალოცი
 პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა
 მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა
 ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად
 სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)
 ასწავლე საქართველოსთვის
 დამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამა
 ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამა
 არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა

ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად
 

საქართველო, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, ენობრივად და კულტურულად მრავალფეროვან სივრცეში იმყოფება. უცხოური ენების ცოდნის გარეშე შეუძლებელია ამ სივრცეში ინტეგრირება და საკუთარი პიროვნული შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზება, ამიტომაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული გეგმის მიხედვით, ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში უდიდესი ყურადღება უცხოური ენების სწავლების ხელშეწყობას ექცევა. ამ მიმართულებით 2011 წლიდან გარკვეული ცვლილებები შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში. კერძოდ, ინგლისური ენა, როგორც პირველი უცხოური ენა პირველი კლასიდან გახდა სავალდებულო, მეორე უცხოური ენა დაწყებითი საფეხურის მეხუთე კლასიდან იწყება. ეროვნული სასწავლო გეგმა ასევე ითვალისწინებს მესამე უცხოური ენის სწავლების შესაძლებლობას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

აღნიშნულმა ცვლილებებმა, ბუნებრივია, გარკვეული გამოწვევები გააჩინა სისტემაში: დღის წესრიგში დადგა პედაგოგების მიერ შესაბამისი პედაგოგიური უნარების დახვეწისა და სასწავლო რესურსების გამოყენების ცოდნის აუცილებლობა. აქცენტი კეთდება საკომუნიკაციო ენის სრულყოფილ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოყენებაზე.

არსებული გამოწვევების საპასუხოდ, 2010 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით განხორციელდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყოველწლიურად ინგლისურენოვან მოხალისეთა ჯგუფი სტუმრობს, მოხალისეები ცხოვრობენ მასპინძელ ოჯახებში და დასაქმებული არიან საჯარო სკოლაში, სადაც უცხოური ენის ადგილობრივ მასწავლებლებთან და თემის სხვა წევრებთან თანამშრომლობით აქტიურად ერთვებიან სასკოლო და სათემო ცხოვრებაში. უცხოელ კოლეგებთან ერთად ადგილობრივი პედაგოგები ითავისებენ უცხოური ენის შესწავლის კომუნიკაციური მეთოდის უპირატესობას, სასკოლო სახელმძღვანელოების ეფექტურ გამოყენებას, მოიძიებენ და დაამუშავებენ მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე დამატებით მასალებს და აქტიურად ჩაერთვებიან სასწავლო პროცესის ყველა ეტაპზე. მოხალისე პედაგოგთა საქმიანობა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს:

პედაგოგებთან თანამშრომლობა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა უცხოური ენის სწავლების შემდეგი მიმართულებით: მოსმენა, კითხვა, წერა, ლაპარაკი, სწავლის სწავლა, კულტურათა დიალოგი, უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენება;

  • მოსწავლეებში უცხოური ენის ცოდნის დონის ამაღლება;
  • ინტერკულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება (სასკოლო კლუბები, საზაფხულო ბანაკები და სხვა).  

2015 წლიდან პროგრამაში ინგლისურენოვან მოხალისე მასწავლებლებთან ერთად ჩაერთვებიან სხვა უცხოური ენის მასწავლებლები, რათა ხელი შეეწყოს სკოლის მოსწავლეებში, მასწავლებლებსა და ადგილობრივ თემში სხვადასხვა უცხოური ენის ცოდნის დონის ამაღლებასა და კულტურული და სოციალური ღირებულებების ურთიერთგაცვლის პროცესს, რაც გლობალურ სივრცეში საზოგადოების ინტეგრირების წინაპირობაა.