მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
პროგრამები
 სტანდარტები
 პესტალოცი
 პროგრამა პესტალოცის აქტივობები
 პროგრამაში მონაწილეობა
 პროგრამა ”პესტალოცის” ღონისძიებები საქართველოში
 ხშირად დასმული შეკითხვები
  პროგრამა პესტალოცის 2016 წლის კალენდარი
 პროგრამა პესტალოცის 2017 წლის კალენდარი
 პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა
 მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა
 ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად
 სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)
 ასწავლე საქართველოსთვის
 დამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამა
 ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამა
 არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა

ხშირად დასმული შეკითხვები
 

ვის შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პროგრამა "პესტალოციში"?

პროგრამა ”პესტალოცის” ევროპულ სამუშაო შეხვედრებსა და საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს, სახელმძღვანელოების ავტორებს, დირექტორებს, განათლების სპეციალისტებსა და მასწავლებელთა ტრენერებს, ხოლო ევროპულ ტრენინგ მოდულებში - მასწავლებელთა ტრენერებს, რომლებიც ახორციელებენ ტრენინგებს საგანმანათლებლო სფეროში.

რა თემებს ეხება პროგრამის სამუშაო შეხვედრები, სემინარები და ტრენინგ მოდულები?

პესტალოცის პროგრამის ფარგლებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება სამუშაო შეხვედრები და სემინარები ევროსაბჭოს პრიორიტეტულ მიმართულებებთან შესაბამისობაში:

- განათლება დემორატიული მოალაქეობისათვის და ადამიანთა უფლებების სწავლება;

- ინტერკულტურული განათლება და სოციო-კულტურული მრავალფეროვნება;

- ისტორიის სწავლება;

- კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებების სწავლება;

- ბავშვთა უფლებები;

- ძალადობისა და დისკრიმინაციის პრევენცია;

- მედიაწიგნიერება;

- გენდერული თანასწორობა განათლებაში;

- სწავლების მეთოდოლოგია.

რა პროცედურების გავლა არის საჭირო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

პროგრამა ”პესტალოცის” ევროპულ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა უნდა შეავსონ შესაბამისი სააპლიკაციო ფორმა იმ ენაზე, რა ენაზეც გაიმართება სამუშაო შეხვედრა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აპლიკაცია აუცილებლად უნდა იყოს ელექტრონულად (და არა ხელით) შევსებული მთავრული ასოებით (Capital Letters). შევსებული აპლიკაციის ბოლო გვერდზე ხელს აწერს კანდიდატი და მისი დამსაქმებელი, ასევე სააპლიკაციო ფორმა უნდა დადასტურდეს დამსაქმებლის ბეჭდით. შევსებული აპლიკაცია შეგიძლიათ ამობეჭდილი სახით წარადგინოთ საქართველოს კოორდინატორთან ან გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით.

პროგრამა პესტალოცის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა შეავსონ საზაფხულო სკოლის შესაბამისი ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა იმ ენაზე, რა ენაზეც გაიმართება საზაფხულო სკოლა. გთხოვთ, წინასწარ გაეცნოთ აპლიკაციის შერჩევის წესებისა და კრიტერიუმებსდეტალური ინფორმაცია შერჩევის პროცედურების, რეგისტრაციისა და ვადების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

ევროპულ ტრენინგ მოდულში მონაწილეობის მისაღებად ტრენერმა უნდა მიმართოს პროგრამის კოორდინატორს, წარმოადგინოს სამუშაო გეგმა და პროგრამაში მონაწილეობის მიღების მოტივაცია.

კანდიდატის მიერ წარმოდგენილი აპლიკაციის საფუძველზე მოხდება კანდიდატების იდენტიფიცირება, რის შემდეგაც თითოეულ შერჩეულ კანდიდატს დაუკავშირდება პროგრამის თანამშრომელი და ტელეფონით გაესაუბრება პროგრამასთან დაკავშირებით (გასაუბრება, შესაძლოა, ჩატარდეს ევროპული სემინარისა თუ ტრენინგის სამუშაო ენაზე). საქართველოს კოორდინატორის მიერ იდენტიფიცირეფული კანდიდატების აპლიკაციები იგზავნება სამუშაო შეხვედრის ორგანიზატორ ქვეყანაში. საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით იღებს ორგანიზატორი მხარე.

რა განსხვავებაა სამუშაო შეხვედრას, საზაფხულო სკოლასა და ტრენინგ მოდულს შორის?

1) ევროპული სამუშაო შეხვედრები (European Workshops) - აღნიშნულ შეხვედრებს გეგმავს ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, რომელშიც იმართება კონკრეტული ღონისძიება. აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობას იღებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის 10-20 მონაწილე. სამუშაო შეხვედრების საშუალო ხანგრძლივობაა 2-4 დღე. სამუშაო შეხვედრების ნუსხა განისაზღვრება ევროსაბჭოს მიერ ყოველი წლის დასაწყისში და შეგიძლიათ იხილოთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ან პროგრამა პესტალოცის ვებგვერდზე. შესაძლებელია, ევროსაბჭოს ინიციატივით სამუშაო შეხვედრების ნუსხაში წლის განმავლობაში შევიდეს გარკვეული ცვლილებები.

2) ევროპული ტრენინგ მოდულები (European Modules of Trainer Training) - აღნიშნულ ტრენინგ მოდულებში მონაწილეობს მიღება შეუძლიათ მხოლოდ მასწავლებელთა ტრენერებს, რომლებიც მოღვაწეობენ საგანმანათლებლო სფეროში, რეგულარულად ატარებენ ტრენინგებს და გეგმავენ, მომავალში შეიმუშავონ და დანერგონ ტრენინგ მოდულები ევროსაბჭოსათვის პრიორიტეტულ მიმართულებებით, კერძოდ: დემოკრატია, ადამიანთა უფლებებს სწავლება და კანონის უზენაესობა. ტრენინგი ორ ნაწილად ხორციელდება. A მოდულის ფარგლებში მონაწილეების გეგმავენ კონკრეტულ ტრენინგ-მუდულს, ერთი წლის განმავლობაში ატარებენ ტრენინგს აღნიშნული მოდულის მიხედვით და B მოდულის განმავლობაში აფასებენ განხორციელებულ სამუშაოს.

ევროპული ტრენინგ მოდული მოიცავს 5 ფაზას: დაგეგმვა და მომზადება (6-8 თვე), A მოდულის შეხვედრაზე დასწრება (3-4 დღე), საკუთარი ტრენინგ-მოდულის შექმნა დ ა პილოტირება (6-8 თვე, ონლაინ რეჟიმში ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობა), B მოდულის შეხვედრაზე დასწრება (3-4 დღე), ტრენინგ მოდულის განახლება და რედაქტირება (2-3 თვე). პროგრამის ბოლოს თითოეულმა მონაწილემ უნდა გააკეთოს მის მიერ შემუშავებული და ჩატარებული ტრენინგ მოდულის პრეზენტაცია. უშუალოდ ტრენინგში მონაწილეობის გარდა მონაწილე ტრენერი ვალდებულია ითანამშრომლოს ევროპელ კოლეგებთან 12 – 18 თვის განმავლობაში.

3) პროგრამა პესტალოცის საზაფხულო სკოლა (Pestalozzi Programme Summer School) - ორგანიზებულია ბად ვილდბადის აკადემიის მიერ, რომელიც წარმოადგენს გერმანიაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს. ბად ვილდბადის აკადემიის მიერ ორგანიზებული საზაფხულო ინტენსიური სურსის საერთო ხანგრძლივობა არის 8 დღე.

როდის ცხადდება პროგრამა და როდის არის აპლიკაციის საქართველოს კოორდინატორისათვის გაგზავნის ბოლო ვადა?

სამუშაო შეხვედრების, სემინარებისა და ტრენიგ მოდულების ნუსხა განისაზღვრება ევრო საბჭოს მიერ ყოველი წლის დასაწყისში. თითოეულ აქტივობა ხორციელდება სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ორგანიზაციის კოორდინაციით. შესაბამისად, თითოეულ შეხვედრას მითითებული აქვს ინდივიდუალური ბოლო ვადა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გვერდზე განთავსებულ ნუსხაში მითითებულია კონკრეტული ღონისძიებისათვის აპლიკაციის საქართველოს კოორდინატორისათვის გამოგზავნის ბოლო ვადა. გვიან და უსრულად გამოგზავნილი აპლიკაციები არ განიხილება.

თუ ერთხელ უკვე მივიღე მონაწილეობა პროგრამაში, შემიძლია კიდევ შევიტანო განაცხადი სხვა ტრენინგზე ან სემინარზე მონაწილეობის მისაღებად?

ევროსაბჭოს პროგრამა ”პესტალოცის” წესების თანახმად კანდიდატებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს „პესტალოცის“ აქტივობებში, უფლება აქვთ სხვა აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაცია განსახილველად წარადგინონ 2 წლის ვადის ამოწურვის შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველთა რიცხვი მაღალია და პროგრამის მიზანია, რაც შეიძლება მეტ პედაგოგს მიეცეს საშუალება, დაესწროს ევროპულ სამუშაო შეხვედრებსა და სემინარებს, პროგრამის ადმინისტრაცია უპირატესობას მიანიჭებს იმ მონაწილეებს, რომელთაც პროგრამაში მონაწილეობა არ მიუღიათ. იმ პედაგოგებს, რომლებიც გადაწყვეტენ ხელახლა მიიღონ პროგრამაში მონაწილეობა, აპლიკაციის ფორმასთან ერთად საქართველოს კოორდინატორს უნდა წარუდგინოს დეტალური ანგარიში, რა აქტივობები განახორციელა პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ და დაასაბუთოს მისი სხვა სემინარში მონაწილეობის აუცილებლობა.

ვინ იღებს გადაწყვეტილებას პროგრამაში შესარჩევ კანდიდატებთან დაკავშირებით?

კანდიდატის მიერ წარმოდგენილი აპლიკაციის საფუძველზე მოხდება კანდიდატების იდენტიფიცირება საქართველოს კოორდინატორის მიერ, რის შემდეგაც თითოეულ შერჩეულ კანდიდატს დაუკავშირდება პროგრამის თანამშრომელი და ტელეფონით გაესაუბრება პროგრამასთან დაკავშირებით (გასაუბრება, შესაძლოა, ჩატარდეს ევროპული სემინარისა თუ ტრენინგის სამუშაო ენაზე). საქართველოს კოორდინატორის მიერ იდენტიფიცირეფული კანდიდატების აპლიკაციები იგზავნება სამუშაო შეხვედრის ორგანიზატორ ქვეყანაში. საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით იღებს ორგანიზატორი მხარე.

რა დონეზე უნდა იცოდეს მონაწილე მასწავლებელმა ტრენინგისა და სამუშაო შეხვედრის სამუშაო ენა?

პროგრამაში მონაწილე ყველა მასწავლებელი უნდა ფლობდეს სასურველი ტრენინგისა თუ სემინარის სამუშაო ენას საშუალოზე მაღალ დონეზე, კერძოდ, ევროსაბჭოს მიერ დადგენილი ენის კომპეტენციის B2 ან უფრო მაღალ დონეზე.

იმ შემთხვევაში , თუ შერჩეული ვარ მონაწილედ, ვინ ფარავს მგზავრობის და ტრენინგში მონაწილეობის ხარჯებს?

”პესტალოცის” ტრეინინგებსა და სემინარებში მონაწილე პირი თავად უწევს ორგანიზებას მგზავრობასა და ვიზიტის დაგეგმვას. შერჩეული მონაწილეს სამუშაო შეხვედრაზე ან სემინარზე გამგზავრებამდე თვითმფრინავის ბილეთის თანხას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აანაზღაურებს წინასწარ. ტრეინინგისა თუ სემინარიდან დაბრუნების შემდეგ მონაწილეობისათვის მგზავრობის და სასტუმროს ხარჯებს დაფარავს ევროსაბჭო მონაწილეთა მიერ სრულად წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.

გაიცემა თუ არა სამუშაო შეხვედრაში, სემინარსა და ტრენინგ მოდლში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი?

როგორც ევროპაში, ასევე საქართველოში ჩატარებულ სემინარებში, სამუშაო შეხვედრებსა და ტრენინგ მოდულებში მონაწილეებს გადაეცემა ევროსაბჭოს საგანმანათლებლო პროგრამის სერტიფიკატი.

პროგრამა „პესტალოცის“ ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებული ყველა სამუშაო შეხვედრა არ არის მითითებული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული გვერდის ვებგვერდზე. რა არის მიზეზი?

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, შესაძლოა, არ იყოს ინფორმაცია ყველა იმ აქტივობაზე, რომელიც ხორციელდება პროგრამა „პესტალოცის“ ფარგლებში. ამის მიზეზია ის, რომ:

1. აქტივობა დაგეგმილია იმ ქვეყანაში, რომლის საკონსულო წარმომადგენლობაც არ არის საქართველოში. რამდენადაც პროგრამის ფარგლებში არ არის გათვალისწინებული სხვა ქვეყანაში მგზავრობის დაფინანსება ვიზის მოპოვების მიზნით, ეს აქტივობები არ შედის ქართველი პედაგოგებისათვის განკუთვნილ ნუსხაში;

2. პესტალოცის ფარგლებში ხორციელდება ეროვნული შეხვედრები პროგრამის შესახებ (National Dissemination and training events), რომელსაც ესწრებიან მხოლოდ იმ ქვეყნის მოქალაქეები, სადაც ტარდება აღნიშნული შეხვედრა.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ პროგრამა პესტალოცის ვებგვერდი ან დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორს საქართველოში:

ევროსაბჭოს პროგრამა "პესტალოცი"

ელ-ფოსტა: info@tpdc.ge

ტელეფონი: 2 200 220 (შიდა N4607)