მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
პროგრამები
 სტანდარტები
 პესტალოცი
 პროგრამა პესტალოცის აქტივობები
 პროგრამაში მონაწილეობა
 პროგრამა ”პესტალოცის” ღონისძიებები საქართველოში
 ხშირად დასმული შეკითხვები
  პროგრამა პესტალოცის 2016 წლის კალენდარი
 პროგრამა პესტალოცის 2017 წლის კალენდარი
 პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა
 მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა
 ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად
 სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)
 ასწავლე საქართველოსთვის
 დამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამა
 ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამა
 არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა

პროგრამაში მონაწილეობა
 

პროგრამა ”პესტალოცის” ევროპულ სამუშაო შეხვედრებში, საზაფხულო სკოლებსა და ტრენერთა ტრენინგებში მონაწილეობის მიღება შეუძლია საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს, სახელმძღვანელოების ავტორებს, დირექტორებს, განათლების სპეციალისტებსა და მასწავლებელთა ტრენერებს, ხოლო ევროპულ ტრენინგ მოდულებში - მასწავლებელთა ტრენერებს, რომლებიც ახორციელებენ ტრენინგებს საგანმანათლებლო სფეროში.

თითოეული ღონისძიების ორგანიზატორი ორგანიზაცია თავად აწესებს კრიტერიუმებს მასწავლებელთა შესარჩევად, შესაბამისად, აპლიკანტის განათლება, გამოცდილება და საქმიანობის სფერო უნდა შეესაბამებოდეს მითითებულ მოთხოვნებს.

პროგრამაში მონაწილე ყველა მასწავლებელი უნდა ფლობდეს სასურველი აქტივობის სამუშაო ენას საშუალოზე მაღალ დონეზე, კერძოდ, ევროსაბჭოს მიერ დადგენილი ენის კომპეტენციის B2 ან უფრო მაღალ დონეზე.

პროგრამა ”პესტალოცის” ევროპულ სამუშაო შეხვედრებში, საზაფხულო სკოლებსა და ტრენერთა ტრენინგებში (ყოფილი ევროპულ ტრენინგ მოდული) მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა, რა ენაზეც გაიმართება სამუშაო შეხვედრა. თუ რეგისტრაციის ჩამონათვალში არ არის თქვენთვის სასურველი აქტივობა ეს ნიშნავს, რომ აპლიკაციის შევსების ვადა არის გასული ან მოგვიანებით დაემატება.

განაცხადის ატვირთვის შემდეგ, კანდიდატის დამსაქმებელს ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნება შეტყობინება დასაქმებულის განაცხადის დამოწმების თაობაზე. დამსაქმებლის მიერ განაცხადის დამოწმების შემდგომ პესტალოცის ოფიციალური საკონტაქტო პირი (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან) ახდენს განაცხადის ავტორიზაციას. ამის შემდგომ კანდიდატების შერჩევა ხდება მასპინძელი ორგანიზაციის მიერ.

პროგრამა „პესტალოცის“ სამუშაო შეხვედრებში, საზაფხულო სკოლასა და ტრენინგებში მონაწილეობის მიღების მსურველთა შერჩევისას პროგრამის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს აპლიკაციის განხილვის შემდეგ გაესაუბროს აპლიკანტს (ტელეფონით ან პირისპირ) უცხო ენის ფლობის დონის და პროგრამაში მონაწილეობის მოტივაციისა და კომპეტენციების შეფასების მიზნით.

”პესტალოცის” ტრეინინგებსა და სემინარებში მონაწილე პირი თავად უწევს ორგანიზებას მგზავრობასა და ვიზიტის დაგეგმვას შესაძლო ვარიანტებიდან ყველაზე ეკონომიური გზით. შერჩეული მონაწილეს სამუშაო შეხვედრაზე ან სხვა აქტივობაზე მგზავრობის (თვითმფრინავის ბილეთის) თანხას, ქვეყნის შიგნით მგზავრობის და სასტუმროს ხარჯებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აანაზღაურებს მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოდგენის საფუძველზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება სამოგზაურო დაზღვევის თანხა.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!!!

აპლიკაციის შევსებისას, გთხოვთ,გაითვალისწინოთ, რომ აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა აღნიშნულია აქტივობების კალენდარში

იმ პირთა საყურადღებოდ, რომელთაც უკვე მიიღეს მონაწილეობა პროგრამა „პესტალოცის“ ფარგლებში ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებსა და საზაფხულო სკოლაში

პროგრამის რეგულაციების თანახმად, მსურველებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ერთ სამუშაო შეხვედრასა ან საზაფხულო სკოლაში 2 წლის განმავლობაში. იმ პედაგოგებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს „პესტალოცის“ სამუშაო შეხვედრასა ან საზაფხულო სკოლაში უფლება აქვთ სხვა აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაცია განსახილველად წარადგინონ 2 წლის ვადის ამოწურვის შემდეგ. იმის გათვალისწინებით, რომ პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველთა რიცხვი მაღალია და პროგრამის მიზანია, რაც შეიძლება მეტ პედაგოგს მიეცეს საშუალება, დაესწროს ევროპულ სამუშაო შეხვედრებსა და საზაფხულო სკოლას პროგრამის ადმინისტრაცია უპირატესობას მიანიჭებს იმ მონაწილეებს, რომელთაც პროგრამაში მონაწილეობა არ მიუღიათ.