მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
პროგრამები
 სტანდარტები
 პესტალოცი
 პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა
 მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა
 ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად
 სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)
 ასწავლე საქართველოსთვის
 დამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამა
 ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამა
 არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა

არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით ერთიან პოლიტიკას ახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ არა ერთი ნაბიჯი გადაიდგა ქართული ენის სწავლების მიმართულებით, ერთ-ერთ პრობლემად კვლავ რჩება საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის არცოდნა, რამაც შესაძლებელია შეაფერხოს მათი სრულფასოვანი მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის სტრატეგიის ფარგლებში, სსიპ -მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2009 წლიდან ახორციელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სახელმწიფო ენის სწავლებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. ტარდება იმგვარი კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც ხელს უწყობს განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას ეთნიკური უმცირესობებისთვის, სახელმწიფო ენის პოპულარიზაციასა და ასევე, ეროვნული უმცირესობების ენობრივი და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას.

2016 წლიდან, ცენტრი ახორციელებს არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამას, რომელიც აერთიანებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გასულ წლებში განხორციელებულ პროგრამებს - "ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა" (2009-2015წწ) და "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" (2011-2015წწ), რომელთა მიზანი იყო საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.

პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესება სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერების გზით. გარდა ამისა, პროგრამა ორიენტირებულია (2016-2019 წწ.) არაქართულენოვანი სკოლების ადგილობრივ მასწავლებლებს, როგორც საგნობრივი გამოცდებისთვის მომზადებაზე, ისე მათთვის სახელმწიფო ენის შესწავლაზე.

ქართული ენის კურსები

ქართული ენის კურსებს უძღვებიან პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლები. ამ ეტაპზე პროგრამის ფარგლებში შეთავაზებულ ქართული ენის კურსებში ჩართულია არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების 738 მასწავლებელი, მათ შორის 290 მასწავლებელი - ა1 დონის, ხოლო 448 მასწავლებელი ა2 დონის შემსწავლელ კურსზე.

საინფორმაციო რესურსები

საინფორმაციო რესურსებით უზრუნველყოფის მიმართულებით პროგრამის ფარგლებში (2016-2019 წწ.) ითარგმნა (რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე), დაიბეჭდა და არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მასწავლებლებს დაურიგდათ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი, თვითშეფასების კითხვარი, სქემის სხვა დამხმარე დოკუმენტები და სატრენინგო მასალები.

არაქართულენოვანი სკოლების საკადრო პრობლემების ნაწილობრივ მოგვარების მიზნით, პროგრამის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების (სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და კახეთი) არაქართულენოვან სკოლებში მივლენილია მასწავლებელთა 3 ჯგუფი:

  • ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებლები (105);
  • ქართულის, როგორც მეორე ენის და საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნების (ისტორია და გეოგრაფია) დამხმარე მასწავლებლები (135);
  • ბილინგვ დამხმარე მასწავლებლები, რომლებიც 1+4 პროგრამის კურსდამთავრებულები არიან და, ერთენოვანი დამხმარე მასწავლებლებისგან განსხვავებით, ადგილობრივ მასწავლებელთან ერთად მუშაობენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ნებისმიერ სასკოლო საგანში (14).