სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრი ევროკომისიის დახმარებით 2013 წლის მარტის თვიდან ახორციელებს მასწავლებელთა
დამეგობრების პროგრამას (eTwinningplus),
რომლის მიზანია ქართველ და ევროპელ
მასწავლებელთა დამეგობრება, კომუნიკაცია და გამოცდილების გაზიარება. Etwinning-ის ფარგლებში
ქართველი მასწავლებლები თანამშრომლობენ ევროპელ კოლეგებთან, რათა ერთობლივად
დაგეგმონ საგანმანათლებლო პროექტები.
პროგრამა
მასწავლებლებს ევროპის მასშტაბით
ყველაზე ცოცხალ და საინტერესო საგანმანათლებლო ქსელში ჩაერთვის საშუალებას აძლევს.
eTwinningPlus პორტალი (https://plus.etwinning.net/en/pub/index.htm) მთავარი სამუშაო სივრცეა, რომელიც დარეგისტრირებულ
მასწავლებლებს პარტნიორების მოსაძიებლად, სასურველი პროექტების შესარჩევად და მასში
მონაწილეობის მისაღებად მრავალფეროვან
ინსტრუმენტებსა და სერვისებს სთავაზობს.
პროგრამის მიზანი:
პროგრამის
მიზანია გამოცდილების გაზიარების მიზნით
დაეხმაროს მასწავლებელებს ჩამოაყალიბონ მყარი
კოლეგიალური ურთიერთობები
რეგიონულ და
საერთაშორისო დონეზე; ხელი შეუწყოს
წარმატებული სასკოლო
პრაქტიკის იდენტიფიცირებას და გაზიარებას, ასევე სწავლების ინოვაციურ მეთოდების გაცნობას და გამოყენებას;
საკონტაქტო
პირი - ხატია
მატკავა 577 23 98 23
|