საქართველო, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, ენობრივად და კულტურულად მრავალფეროვან
სივრცეში იმყოფება. უცხოური ენების ცოდნის გარეშე შეუძლებელია ამ სივრცეში ინტეგრირება და საკუთარი
პიროვნული შესაძლებლობების სრულფასოვანი რეალიზება, ამიტომაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
სტრატეგიული გეგმის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში უდიდესი ყურადღება ექცევა უცხოური
ენების სწავლების ხელშეწყობას. ამ მიმართულებით 2011 წლიდან გარკვეული ცვლილებები შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში. კერძოდ, ინგლისური
ენა, როგორც უცხოური
ენა პირველი კლასიდან გახდა სავალდებულო, მეორე უცხოური ენა დაწყებითი საფეხურის
მეხუთე კლასიდან იწყება. ეროვნული სასწავლო
გეგმა ასევე ითვალისწინებს მესამე უცხოური ენის სწავლების შესაძლებლობას
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში.
აღნიშნული ცვლილებების შედეგად სისტემა გარკვეული გამოწვევების
წინაშე დადგა: დღის წესრიგში დადგა პედაგოგების
მიერ შესაბამისი ენობრივი კომპეტენციის ამაღლების და ენის სწავლების ახალი მრავალფეროვანი
მეთოდების შესწავლისა და დანერგვის, ასევე სასწავლო რესურსების შექმნისა და გამოყენების
ცოდნის აუცილებლობა.
არსებული გამოწვევების საპასუხოდ, 2010 წელს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით დაიწყო პროექტის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყოველწლიურად
უცხოენოვან მოხალისე მასწავლებელთა ჯგუფი სტუმრობს, მოხალისე მასწავლებლები ცხოვრობენ
მასპინძელ ოჯახებში და დასაქმებულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში, სადაც, უცხოური
ენის ადგილობრივ მასწავლებლებთან და თემის სხვა წევრებთან თანამშრომლობით, აქტიურად
ერთვებიან სასკოლო და სათემო ცხოვრებაში. უცხოელ კოლეგებთან ერთად ადგილობრივი უცხოური ენის პედაგოგები
იმაღლებენ ენის ცოდნის დონეს, მოიძიებენ და დაამუშავებენ მოსწავლეთა საჭიროებებიდან
გამომდინარე დამატებით მასალებს, ეცნობიან და ნერგავენ ენის სწავლების თანამედროვე
მეთოდებს. მოხალისე პედაგოგთა საქმიანობასამ ძირითად მიმართულებას მოიცავს:
- ადგილობრივი უცხოური
ენის პედაგოგებთან თანამშრომლობა და მათი ენის ცოდნის დონის ამაღლება, პროფესიული განვითარების
ხელშეწყობა.
- მოსწავლეებში უცხოური
ენის ცოდნის დონის ამაღლება;
- ინტერკულტურული, საგანმანათლებლო
და შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება (სასკოლო კლუბები, საზაფხულო ბანაკები და სხვა).
აღსანიშნავია,
რომ
2012 წლიდან
პროგრამის
არეალი
გაფართოვდა
და
ინგლისურ
ენასთან
ერთად
ჩინური
ენის
სწავლებაც
ხორციელდება
(ჩინური
ენის
კომპონენტი
ხორციელდება
ჩინეთის
საელჩოსა
და
საქართველოს
განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტროს,
სსიპ
მასწავლებელთა
პროფესიული
განვითარების
ეროვნულ
ცენტრს
შორის
დადებული
მემორანდუმის
ფარგლებში).
2015
წლის
სექტემბრიდან,
საპილოტე
რეჟიმში,
პროგრამაში
მონაწილეობის
შესაძლებლობა
მიეცა
გერმანულენოვან
და
ფრანგულენოვან
მოხალისე
მასწავლებლებს.
აღნიშნული
ინიციატივა
განაპირობა
იმ
გარემოებამ,
რომ
კონკრეტული
ენების
მასწავლებლების
დიდ
ნაწილს
არ
მისცემია
მშობლიურ
ენაზე
მოსაუბრე
კოლეგასთან
პრაქტიკული
კომუნიკაციის
საშუალება,
რაც
ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი
ფაქტორია
ენობრივი
კომპეტენციების
განვითარების
თვალსაზრისით.
პროგრამის მიზნები
უცხოური ენების სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა
მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების, სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი
პედაგოგიური მეთოდების დანერგვისა და უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენების უზრუნველყოფით.
- ადგილობრივი უცხოური ენების მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარების
ხელშეწყობა, მასწავლებელთა ენობრივი კომპეტენციების, სამეტყველო, ზოგად პროფესიული
უნარების გაუმჯობესება;
- უცხოური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდების, მათ შორის, თანამშრომლობითი
სწავლების დანერგვა სკოლებში;
- მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაზრდა: წერითი, კითხვითი, საკომუნიკაციო
უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და ინტერკულტურული კომპეტენციების ამაღლება;
- უცხოური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ადგილობრივ
თემში.
|