მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ძირითადი ნაწილი გადამუშავდა და დამტკიცდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინსტრის მიერ 2014 წლის მარტში. აღნიშნული სტანდარტი, რომელიც საერთოა ყველა საგნის მასწავლებლისათვის, დაყოფილია სამ ძირითად ნაწილად:
· პროფესიული მახასიათებლები
· სასწავლო პროცესის მართვა
· პროფესიული განვითარება.
პროფესიული მახასიათებლები გულისხმობს ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების ერთობლიობას ყველა კატეგორიის მასწავლებლისთვის.
სასწავლო პროცესის მართვა გულისხმობს უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნას, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვას, სწავლების მრავალფეროვანი მეთოდებისა და მრავალმხრივი შეფასების სისტემის გამოყენებას.
პროფესიული განვითარება გულისხმობს მასწავლებლის დაინტერესებას საკუთარი პროფესიული განვითარებით; კოლეგებთან თანამშრომლობას მოსწავლეთა სასწავლო და აღმზრდელობითი პრობლემების დაძლევის, პროფესიული საჭიროებების დადგენისა და პროფესიული განვითარებისთვის.
წინამდებარე მასწავლებლის სტანდარტი ადგენს მასწავლებელის ოთხ საკვალიფიკაციო კატეგორიას:
1. პრაქტიკოსი მასწავლებელი;
2. წარჩინებული მასწავლებელი;
3. მკვლევარი მასწავლებელი;
4. მენტორი მასწავლებელი.
სტანდარტში გაწერილია თითეული კატეგორიისათვის აუცილებელი შესასრულებელი პირობები. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი საფუძვლად დაედება მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიულ განვითარების ერთიან სისტემას.
|