მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
საქართველოს სკოლებში სწავლა 17 სექტემბერს დაიწყება
სიახლეების არქივი23 აგვისტო , 2012

2012-2013 სასწავლო წელი საქართველოს საჯარო სკოლებში 2012 წლის 17 სექტემბერს დაიწყება. სკოლებში ახალი სასწავლო წლისათვის მზადება მიმდინარეობს და ყველა სკოლა ტრადიციულად, 17 სექტემბერს სასწავლო პროცესს შეფერხების გარეშე განაახლებს. სარეაბილიტაციო სამუშაო წელს 527 საჯარო სკოლაში განხორციელდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოცილური პროგრამის ფარგლებში აგრძელებს მოსწავლეებისათვის უფასო სახელმძღვანელოების გადაცემას. წელს 140 ათასი მოსწავლე, 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით, სახელმწიფოსაგან საჩუქრად სასკოლო სახელმძღვანელოებს მიიღებს. სახელმძღვანელოები გადაეცემათ:


  • სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებს (70001-ზე ნაკლები ქულით);
  • იმ ოჯახების მოსწავლეებს, სადაც ერთდროულად სამი ან მეტი და-ძმა სწავლობს სკოლაში;
  • 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილები.

სულ ამ სამი კატეგორიის მოსწავლეებზე ერთ მილიონამდე წიგნი გაიცემა და ეს სახელმძღვანელოები მათ 17 სექტემბერს სკოლაში დახვდებათ.

წელს პირველად, სასკოლო სახელმძღვანელოები საქართველოს მასშტაბით 400 სკოლაში გაიყიდება. სკოლებში სახელმძღვანელოები ისე გადანაწილდება, რომ წიგნების შეძენას მომიჯნავე სკოლების მოსწავლეებიც შეძლებენ. ამ ობიექტებზე სახელმძღვანელოს მაქსიმალური ფასი 10 ლარი იქნება. წიგნების შეძენის შესაძლებლობა მოსწავლეებს 10 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით მიეცემათ. დაახლოებით 1 სექტემბრისთვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება ამ სკოლების ჩამონათვალი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ფოსტას შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში, მოსწავლეებს წელსაც შეეძლებათ სახლიდან გაუსვლელად საქართველოს ფოსტის ვებგვერდის მეშვეობით, ელექტრონულად გამოიწერონ სასკოლო სახელმძღვანელოები. ამ სერვისით სარგებლობა საქართველოს მასშტაბით ყველა მსურველს შეუძლია. გამოწერილ სახელმძღვანელოებს თბილისში მოსახლეობა გამოწერიდან 24 საათის განმავლობაში, ხოლო რეგიონებში 48 სათის განმავლობაში მიიღებს. ასევე, მოქმედებს საქართველოს ფოსტის ცხელი ხაზიც 2 24 09 09. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელია ვებგვერდზეwww.gpost.ge.

გარდა ამისა, 17 სექტემბერს, ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელს სკოლაში დახვდება ნეტბუქი „ბუკი“.