კონკურსი პროგრამა ”ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენის” ფარგლებში ჩატარდა და მასში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონის 10 საჯარო სკოლა მონაწილეობდა. გამარჯვებული მასწავლებლის სახლის facebook-ის გვერდის(http://www.facebook.com/mascavleblissaxli) საშუალებით გამოვლინდა. სადახლოს №1-მა და აზის ქენდის საჯაროსკოლის მოსწავლეების ნამუშევარმა „ანაკლიამ“ ყველაზე მეტი ხმა დააგროვა. შვიდივე მოსწავლეს და მათ პედაგოგებს მასწავლებლის სახლისგან საჩუქრები გადაეცათ. ბავშვებს iPod-ები, მეხსიერების ბარათები და სხვა საჩუქრები, მათ პედაგოგებს კი მეხსიერების ბარათები, ბლოკნოტები და კალმები გადაეცათ. პროგრამა ”ვასწავლოთ ქართული როგორც მეორე ენის”ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლებში კვალიფიციური პედაგოგები ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიან. მასწავლებლები არაქართულენოვან სკოლებში თბილისიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან იგზავნებიან. პროგრამა ქართული ენის სწავლების ხელშეწყობასა დაქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას ისახავს მიზნად. |