მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
მინისტრი რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
სიახლეების არქივი18 იანვარი , 2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  მასწავლებლის სახლში რუსეთის აკადემიური წრეების, სხვადასხვა ტიპის უფლებადაცვითი და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და პირადად გააცნო ის რეფორმები, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნირების სფეროში განხორციელდა და სამომავლოდ არის დაგეგმილი.

სტუმრებმა მრავალფუნქციური, თანამედროვედ აღჭურვილი  მასწავლებლის სახლიც დაათვალიერეს.

 

შეხვედრაზე რუსი სტუმრები  თითქმის ყველა სიახლით დაინტერესდნენ და თითოეულ მათგანზე მაქსიმალური ინფორმაცია მიიღეს. რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის   განსაკუთრებით საყურადღებო  ის პროექტები აღმოჩნდა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლებში სწავლის ხარისხის ამაღლების, სტუდენტთა და მეცნიერთა ხელშეწყობის კუთხით განახორციელა.

 

მინისტრთან შეხვედრა პროექტის ”ქართველ და რუს ახალგაზრდა პროფესიონალთა დიალოგის” ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ”კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი-კავკასიური სახლი” ცნობილი რუსი ჟურნალისტის ოლეგ პანფილოვის ხელმძღვანელობით ახორციელებს.

 

პროექტის მიზანია, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებით, ხელი შეუწყოს ნდობის მშენებლობასა და გრძელვადიან მშვიდობას ქართულ და რუსულ საზოგადოებებს შორის.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში  საქართველოში სტუმრად ჩამოსული რუსეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებთან ერთად, შეხვედრებს  საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებთან მართავენ.

 

პროექტის ბოლოს  სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგიის განსაზღვრა და ერთობლივი ბლოგის შექმნა იგეგმება.