მასწავლებლის სახლში მენტორ-მასწავლებლებსა და მაძიებლებს სერტიფიკატები გადაეცათ. 200-მდე მენტორსა და მაძიებელს სერტიფიკატები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცნეტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა გადასცა.
ღონისძიებას თბილისისა და საქართველოსსხვადასხვა რეგიონების მასწავლებლები ესწრებოდნენ. სერტიფიკატები მენტორ-მაძიებლისსაპილოტე პროექტისა და 2010-11 წლების სახელმწიფო პროგრამის მონაწილეებს გადაეცათ.
მენტორ-მასწავლებელიმხოლოდ სერტიფიცირებული პედაგოგი ხდება და მას მენტორობის შემთხვევაში ხელფასზე180 ლარიანი დანამატი აქვს. მაძიებლებს კი პროგრამისწარმატებით გავლის შემდეგ მიღებული გამოცდილება სტაჟში ეთვლებათ და უფლება ეძლევათსასერტიფიკაციო გამოცდებზე გავიდნენ.
მენტორ-მაძიებლის სახელმწიფო პროგრამასაქართვფელოში 2010 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია დამწყებ მასწავლებლებში(მაძიებლებში) პედაგოგიური უნარ-ჩვევების დანერგვა და განვითარება, რაშიც მათმენტორ-მასწავლებლები ეხმარებიან. თითოეული მენტორი მაქსიმუმ 4 მაძიებელსხელმძღვანელობს.
2011 წელს მენტორობისა და მაძიებლობისმსურველთა რაოდენობა თითქმის ორჯერ გაიზარდა. მენტორ-მაძიებლის სახელმწიფო პროგრამასაქართველოს 10 ქალაქში ხორციელდება. |