მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
ფიზიკის და ბიოლოგიის მასწავლებლები სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების გამოყენების შესახებ ტრენინგს გადიან
სიახლეების არქივი12 დეკემბერი , 2017

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლისათვის ტრენინგებს განაგრძობს. ამჯერად ტრენინგმოდულს - “სასკოლო ლაბორატორიის გამოყენება საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაშიფიზიკისა და ბიოლოგიის საგნების მასწავლებლები გადიან.

პროექტმა ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის საგნების სწავლებაში ლაბორატორიების სასწავლო რესურსად გამოყენების ხელშეწყობის მიზნით სამი ტრენინგმოდული შექმნა. მოდულების შემუშავებაში ჩართულნი იყვნენ პროექტის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და ამერიკის შეერთებული შტატების ლაბორატორიული უსაფრთხოების ინსტიტუტის წარმომადგენლები.

ახლადშექმნილი ტრენინგმოდულები მიზნად ისახავს საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგების მიერ, ათასწლეულის გამოწვევის-ფონდი საქართველოს მიერ შეძენილი ლაბორატორიული აღჭურვილობის საშუალებით, ექსპერიმენტებით სწავლებას. ამ ეტაპზე ტრენინგს ფონდის მიერ ახლადრეაბილიტირებული სკოლის 88 მასწავლებელი გაივლის.

მოდულების შინაარსი ხელს უწყობს სხვადასხვა ხელსაწყოების ეფექტიანად გამოყენებისათვის საჭირო უნარების გავარჯიშებას. გარდა ამისა, მოდულები საშუალებას იძლევა ტრენინგის მონაწილეები დაეუფლონ ექსპერიმენტებით სწავლების მეთოდიკას, მის პრაქტიკას და მონაცემების გაანალიზებას.

აღნიშნული მოდულების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული 21 საჯარო სკოლის მე-7-12 კლასების საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები, რომლებმაც უკვე გაიარეს ტრენინგმოდული „უსაფრთხოება სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში.“

ფონდის მხარდაჭერით აღნიშნულ სკოლებში გარემონტდა სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები და განახლდა ლაბორატორიული აღჭურვილობა. ფონდი 100-მდე საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. აღნიშნული სკოლების პედაგოგები კი ლაბორატორიების გამოყენების ტრენინგმოდულს ეტაპობრივად გაივლიან.

ამ ეტაპზე, ტრენინგებისთვის შერჩეულია ოთხი რეაბილიტირებული სკოლა: გორის N2, N5 და N9 საჯარო სკოლები და ხიდისთავის საჯარო სკოლა.

„საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები საჭირო რესურსია სკოლებისთვის და მათი აქტიური გამოყენება სასწავლო პროცესში ეფექტიანი სწავლების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიდგომა კვლევაზე დაფუძნებული სწავლებაა. პროექტის ფარგლებში შექმნილი ტრენინგმოდულები, რომლებიც სასკოლო ლაბორატორიების სწავლა-სწავლების პროცესში აქტიურ გამოყენებას ემსახურება, საბუნებისმეტყველო საგნებში კვლევითი კომპონენტის გაძლიერებისა და მოსწავლეთა ინტერესის გაზრდისკენაა მიმართული“, - აცხადებს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერი ირინა აბულაძე.

აღსანიშნავია, რომ საგნის სწავლებაში სასკოლო ლაბორატორიების გამოყენების ტრენინგმოდულის შექმნას წინ უძღოდა პროექტის ფარგლებში 2016 წელს შექმნილი ტრენინგმოდული „უსაფრთხოება სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებში.“ მოდულის მიზანს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების უსაფრთხო გამოყენებაში მასწავლებელთა გადამზადება წარმოადგენდა, რაც ლაბორატორიაში წარმატებით და ეფექტიანად მუშაობის აუცილებელი წინაპირობაა, მით უფრო, რომ ლაბორატორიაში სწავლების პროცესში ჩართულნი არიან მოსწავლეები.

2016-2017 წლებში ტრენინგმოდული „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ იმ დროისთვის რეაბილიტირებული ყველა საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერების მასწავლებელმა გაიარა.

”ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს. პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX-ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.