ევროსაბჭოს განათლების დეპარტამენტის დელეგაცია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების განათლების სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, N42 საჯარო სკოლას ეწვია და ადამიანის უფლებების სწავლებისა და დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლების შესახებ საქართველოში არსებულ გამოცდილებას ადგილზე გაეცნო.
ზოგად განათლებაში დემოკრატიული სწავლების კომპონენტის დანერგვა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი სამწლიანი პროექტის ხელშეწყობით ხორციელდება, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაა ჩართული. პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია 21 ნოემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ განათლების სფეროს წარმომადგენლები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, მოლდოვადან და საქართველოდან. კონფერენციის მონაწილეებმა პროექტი შეაჯამეს და ერთმანეთს მისი დანერგვის პროცესში მიღებული გამოცდილება და პრაქტიკა გაუზიარეს.
|