„ათასწლეულის
გამოწვევის ფონდ - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების
პროექტი, რომელსაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს,
საქართველოს მასშტაბით ნოემბერ-დეკემბერში საბუნებისმეტყველო საგნების 88 მასწავლებლისთვის ჩაატარებს ტრენინგს თემაზე “სასკოლო
ლაბორატორიის გამოყენება საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში.“
ლაბორატორიების სასწავლო რესურსად გამოყენების ხელშეწყობისთვის
შემუშავდა სამი ტრენინგმოდული სასკოლო საბუნებისმეტყველო
ლაბორატორიების გამოყენების შესახებ ქიმიის, ფიზიის და ბიოლოგიის საგნების სწავლებაში.
ტრენინგმოდულების შემუშავებაზე მუშაობდნენ პროექტის სერთიფიცირებული მოდულის დამწერები,
პროექტის საბუნებისმეტყველო საგნების სპეციალისტთა ხელმძღვანელობით და ამერიკის შეერთებული
შტატების ლაბორატორიული უსაფრთხოების ინსტიტუტის წარმომადგენელთან თანამშრომლობით.
ტრენინგმოდულების სახელწოდებაა:
*
სასკოლო ლაბორატორიის
გამოყენება ფიზიკის სწავლებაში;
*
სასკოლო ლაბორატორიის
გამოყენება ქიმიის სწავლებაში;
*
სასკოლო ლაბორატორიის
გამოყენება ბიოლოგიის სწავლებაში;
ახლადშექმნილი ტრენინგმოდულები მიზნად ისახავს საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებისთვის
პროექტის ფარგლებში შეძენილი ლაბორატორიული აღჭურვილობის გამოყენებით ექსპერიმენტების
ჩატარების შესაძლებლობის შეთავაზებას.
მოდულების შინაარსი ხელს შეუწყობს სხვადასხვა ხელსაწყოების
ეფექტიანად გამოყენებისათვის საჭირო უნარების გავარჯიშებას. გარდა ამისა, მოდულები
საშუალებას იძლევა ტრენინგის მონაწილეები დაეუფლონ
ექსპერიმენტებით სწავლების მეთოდიკას,პრაქტიკულად შეასრულონ რიგი ექსპერიმენტები, შეაგროვონ
და გააანალიზონ მონაცემები.
აღნიშნული მოდულების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს „ათასწლეულის
გამოწვევის ფონდ - საქართველოს“ პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული 21 საჯარო სკოლის მე-7-12 კლასების საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები,
რომლებმაც უკვე გაიარეს ტრენინგმოდული „უსაფრთხოება სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში.“
პროექტის მხარდაჭერით აღნიშნულ სკოლებში გარემონტდა სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები
და შეძენილ იქნაშესაბამისი ლაბორატორიული აღჭურვილობა. ფონდი 100-მდე საჯარო სკოლის
სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.
ამ ეტაპზე, ტრენინგების ჩატარების ადგილად განისაზღვრა
შემდეგი სამი რეაბილიტირებული სკოლა: ქ. გორის #5 საჯარო სკოლა, გორის #9 საჯარო სკოლა
და ქ. ხაშურის #9 საჯარო სკოლა.
„საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები საჭირო რესურსია სკოლებისთვის
და მათი აქტიური გამოყენება სასწავლო პროცესში ეფექტიანი სწავლების ერთ-ერთი აუცილებელი
პირობაა. საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიდგომა კვლევაზე დაფუძნებული სწავლებაა. პროექტის ფარგლებში
შექმნილი ტრენინგმოდულები, რომლებიც სასკოლო
ლაბორატორიების სწავლა-სწავლების პროცესში აქტიურ გამოყენებას ემსახურება, საბუნებისმეტყველო საგნებში კვლევითი
კომპონენტის გაძლიერებისა და მოსწავლეთა ინტერესის გაზრდისკენაა მიმართული,“ განაცხადა
მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული
განვითარების პროექტის მენეჯერმა ირინა აბულაძემ.
როგორც ავღნიშნეთ, საგნის სწავლებაში სასკოლო ლაბორატორიების
გამოყენების ტრენინგმოდულის შექმნას წინ უძღოდა ასევე პროექტის ფარგლებში 2016 წელს შექმნილი ტრენინგმოდული „უსაფრთხოება
სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებში.“ მოდულის მიზანს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების
უსაფრთხო გამოყენებაში მასწავლებელთა გადამზადება წარმოადგენდა, რაც ლაბორატორიაში
წარმატებით და ეფექტიანად მუშაობის აუცილებელი წინაპირობაა, მით უფრო, რომ ლაბორატორიაში
სწავლების პროცესში ჩართულნი არიან მოსწავლეები. 2016-2017 წლებში ტრენინგმოდული „ათასწლეულის
გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ იმ დროისთვის რეაბილიტირებული ყველა საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო
მეცნიერების მასწავლებელმა გაიარა.
”ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ პროექტს
აფინანსებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და
ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX- ის ექსპერტული
მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.
|