მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
მენტორის სტატუსის მიღება გიორგი მაჩაბელმა ქალაქ ჯვარის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელს მიულოცა
სიახლეების არქივი12 ოქტომბერი , 2017
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N2 საჯარო სკოლას ესტუმრა და ნინო გაბულდანს მენტორის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა.

წელს პირველად, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში 9 მასწავლებელმა მენტორის სტატუსი მოიპოვა და ცენტრის დირექტორი სერტიფიკატებს ცხრავე მასწავლებელს პირადად გადასცემს. აღნიშნულმა მასწავლებლებმა, სქემის ფარგლებში, სხვადასხვა პროფესიული აქტივობების განხორციელების გზით, მენტორის სტატუსის მისაღებად გათვალისწინებული 25 კრედიტქულა დააგროვეს.

მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანი მასწავლებელი:
  • ატარებს არანაკლებ 4 სამოდელო გაკვეთილს (თითოეული 1 კრედიტქულა);
  • ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევასა და კვლევის შედეგების საფუძველზეატარებს სამუშაო შეხვედრას კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით (3 კრედიტქულა);
  • ქმნის სასწავლო რესურსს ან რეცენზირებულ პროფესიულ ლიტერატურას (2 კრედიტქულა);
  • ახორციელებს დამატებით საქმიანობებს/აქტივობებს (16 კრედიტქულა). მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანიმასწავლებელი სტატუსის შესაბამის კრედიტქულებს აგროვებს საჭიროებებზე დაფუძნებით.
მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს წამყვანი მასწავლებლის მიერ განხორციელებულ საქმიანობებს და მასწავლებლისპროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას წამყვანიმასწავლებლისათვის მენტორის სტატუსის მინიჭების შესახებ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულიცენტრისთვის, წინადადების წარდგენის შესახებ.

მენტორის ფუნქცია-მოვალეობები მიმართულია სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებაზე და კათედრისა და სკოლის განვითარებაზე. მენტორს სტატუსი უვადოდ უნარჩუნდება.