პროგრამის eTwinningPlus-ის პროგრამის მონაწილე მასწავლებელებინინო ახალაძე,
სოფო ხვადაგიანი, სალომე ასათიანი და პროგრამის კომუნიკაციის სპეციალისტი, ეკატერინე
დაფქვიაშვილი უკრაინაში, ქ. ლვოვში, კონტაქტურ სემინარზე იმყოფებოდნენ.
ვიზიტის
მიზანი იყო საერთაშორისო პროექტებში მუშაობის გამოცდილების გაზიარება.
სემინარის
ფარგლებში მასწავლებლები პროექტებზე მუშაობის
სპეციფიკას და საჭირო ონლაინ
ინსტურმენტების გამოყენების ხერხებს გაეცნენ. სემინარს ესწრებოდა
12 ქვეყნდან 50-ზე
მეტი მასწავლებელი და პროგრამის
ეროვნული მხარდამჭერი სააგენტოების წარმომადგენლები. სწორედ ამიტომ,
ამ სემინარში
მონაწილეობა კარგი
გამოცდილება და
შესაძლებლობა იყო ქართველი
მასწავლებლებისთვის, როგორც პროფესიული სიახლეებისა და
თანამედროვე მეთოდების
გასაზიარებლად, ისე
პროგრამაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან პარტნიორების მოსაძიებლად და
საპოექტო იდეების
განსახორციელებლად.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა
მიმდინარე წლის ივნისის თვეში
გამოაცხადა კონურსი
პროგრამის eTwinningplus - ის ფარგლებში ჩართული პედაგოგებისთვის საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად.
აღნიშნულის ფარგლებში
შეირჩა 9 მასწავლებელი, რომლებიც 2017-2018 სასწავლო წლის
განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა საერთაშორისო აქტივობაში.
სემინარი
გათვალისწინებული იყო დამწყები
და პროგრამაში ახლად ჩართული
პედაგოგებისთვის. სწორედ
ამ ნიშნით
შეირჩნენ მასწავლებლები საქართველოდანაც.
|