დირექტორობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო |
|
|
დღეიდან საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ელექტრონული Online რეგისტრაცია 9 თებერვალს დაიწყო და 9 მარტის ჩათვლით გასტანს. ელექტრონული რეგისტრაცია პირველად გასულ წელს ჩატარდა. მიმდინარე წელსაც რეგისტრაციის გავლა მხოლოდ ელექტრონულადაა შესაძლებელი სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ( http://tpdc.ge/ge/direqtorebis-konkursi).
კონკურსში მონაწილეობის მიღება უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერ პირს შეუძლია. გამოცდა 2012 წლის აპრილში ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე, დირექტორობის მსურველი გაივლის ინდივიდუალურ ტესტირებას სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. მეორე ეტაპზე, გასაუბრებაზე, დაიშვებიან პირები, რომლებიც გადალახავენ ტესტირებისთვის დადგენილ მინიმალურ ზღვარს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, შესარჩევი კონკურსის მიზანია, გამოავლინოს პროფესიონალი კადრები, რომლებიც აკმაყოფილებენ დირექტორის სტანდარტის მოთხოვნებს და შეძლებენ უზრუნველყონ საჯარო სკოლის უწყვეტი განვითარება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირება.
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|