მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ,,ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის
ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრავლობითი დარღვევის მქონე მცირემხედველი და უსინათლო ბავშვების
ადრეული ჩარევის სპეციალისტებისთვის
ტრენინგკურსი
ჩატარდა. კურსს
ექსპერტი გერმანიის ქალაქ მიუნხენიდან სიმონე პრანტლი უძღვებოდა.
ტრენინგის მიზანი იყო მხედველობის
დარღვევის მქონე სკოლამდელი და დაწყებითი სასკოლო ასაკის მქონე ბავშვებთან მომუშავე
მასწავლებლების, მშობლებისა და სხვა სპეციალისტების მომზადების პროცესის მართვა-ხელშეწყობა.
მომზადების პირველ ეტაპზე მონაწილეები
გაეცნენ მხედველობის დარღვევის მქონე
ბავშვების სწავლებისა და განვითარების
სტიმულაციის გზებს, შეისწავლეს დამხმარე ხელნაკეთი მასალების შექმნა, მიიღეს
პრაქტიკული
დავალება
მეორე
ეტაპში
მონაწილეობისთვის.
პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისიტროს, მასწავლებელთა
პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, უსინათლო პირთა არასამთვრობო ორგანიზაცია
„მარიანის“ და
მაკლაინის არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება.
|