მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
განათლების მინისტრის მოადგილე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დირექტორთა ტრენინგების მიმდინარეობას გაეცნენ
სიახლეების არქივი26 აგვისტო , 2017

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, თელავში, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში მიმდინარე „ლიდერობის აკადემიის“ ტრენინგებს გაეცნენ.

მინისტრის მოადგილე სკოლის დირექტორებს განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით ესაუბრა. ლია გიგაურის თქმით, სამინისტროს პრიორიტეტი განათლების ხარისხის ამაღლება და მისი თანაბარი ხელმისაწვდომობაა, რაზეც პასუხისმგებლობა როგორც სამინისტრომ, ისე სასკოლო საზოგადოებამ უნდა გაინაწილოს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა შეხვედრაზე პროფესიული განვითარების მომსახურების დეცენტრალიზაციის პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, ცენტრი ამჟამად, ფაქტობრივად ერთადერთი, ყველაზე მძლავრი ორგანიზაციაა, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების უწყვეტობაზე ზრუნავს, თუმცა მისი პრიორიტეტი, გასული წლიდან, პროფესიული განვითარების მომსახურების ბაზრის მეტად განვითარება და ხელშეწყობა გახდა.

„ცენტრი საკუთარ ფუნქციას ეფექტიანად ასრულებს, თუმცა ხარისხის უფრო მეტად ასამაღლებლად მნიშვნელოვანია ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია შეიქმნას და გაჩნდეს ბევრი მძლავრი მომწოდებელი. 2016 წლის ბოლოდან, ცენტრმა მომსახურების დეცენტრალიზაციის ეტაპობრივი პროცესი დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა ტრენინგ-პროგრამებს მასწავლებლებისთვის არამარტო ცენტრი, არამედ კერძო მიმწოდებლებიც განახორციელებენ“ - განაცხადა გიორგი მაჩაბელმა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორმა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი დანერგვის პროცესი მოსალოდნელზე უკეთ წარიმართა.

თელავში ტრენინგს სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების 70-ზე მეტი დირექტორი ესწრებოდა, რომლებიც უკვე მეორე წელია „ლიდერობის აკადემიის“ სხვადასხვა აქტივობაში არიან ჩართულნი.

„ლიდერობის აკადემია“ საჯარო სკოლის დირექტორებისთვის განკუთვნილი ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების სხვადასხვა ღონისძიებების ციკლია, რომელიც მიზნად ისახავს საგანმანათლებლო ლიდერების ჩამოყალიბებას. უკვე მეორე წელია, აქტივობებში 1900-მდე დირექტორი და სკოლის ბაზაზე შერჩეული ამდენივე ფასილიტატორია ჩართული. ამჟამად ტრენინგები თელავში, ბაზალეთსა და წყალტუბოში იმართება სკოლის მართვის გაუმჯობესების საკითხებზე. ტრენინგის თემებია: „ლიდერობა და ხელმძღვანელობა“ ,,სასწავლო თემის განვითარება“ და „21-ე საუკუნის კლასის მახასიათებებლები”.

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პარტნიორობით ხორციელდება.