მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მორიგ საგრანტო კონკურსს აცხადებს
სიახლეების არქივი18 აგვისტო , 2017

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მომსახურების დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში, მორიგ საგრანტო კონკურსს აცხადებს.

კონკურსის მიზანია, მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლების პრაქტიკოსი მასწავლებლების პროფესიული უნარების გაუმჯობესება საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის კუთხით.

ცენტრის მიერ გრანტი გაიცემა შემდეგი თემატური მიმართულების მიხედვით - მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარება მცირეკონტინგენტიან სკოლებში.

საგრანტო კონკურსი ცხადდება ორ ლოტად:

  • ლოტი N1: „მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარება აღმოსავლეთ საქართველოს მცირეკონტინგენტიან სკოლებში“;
  • ლოტი N2: „მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარება დასავლეთ საქართველოს მცირეკონტინგენტიან სკოლებში“.

 საგრანტო მიმართულებაზე ცენტრის მიერ განსაზღვრული საერთო ბიუჯეტი შეადგენს 265 000 ლარს.

კონკურსით შერჩეულმა ორგანიზაციამ, გრანტის ფარგლებში უნდა განახორციელოს პროფესიული განვითარების პროგრამა ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდულის „საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა, მართვა და შეფასება“ მიხედვით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ განათლების სფეროში მოქმედ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ან უკვე რეგისტრირებულნი არიან ცენტრის მიერ ადმინისტრირებად შემდეგ ელექტრონულ ბაზაში - http://tpdc.ge/maswavlebeli1/sh.php უკვე რეგისტრირებული ორგანიზაციები ხელახალ რეგისტრაციას არ საჭიროებენ.

საგრანტო კონკურსში განაცხადების მიღება წარმოებს 2017 წლის 19 აგვისტოდან 2017 წლის 11 სექტემბრის 12:00 საათამდე, ხოლო შერჩეული საგრანტო პროექტები უნდა განხორციელდეს 2017 წლის 2 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე პერიოდში.

რეგისტრირებულმა მომხმარებელმა საგრანტო განაცხადი უნდა შეავსოს და შესაბამისი დოკუმენტაცია ატვირთოს მხოლოდ ელექტრონული სახით.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2016 წლის ბოლოს დაიწყო მომსახურების დეცენტრალიზაციის პროცესი, რომლის ფარგლებში, საგრანტო კონკურსი უკვე მესამედ ცხადდება.

საგრანტო კონკურსის პირობები

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს