მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
ცხადდება საჯარო სკოლის დირექტორთა რეგისტრაცია „სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციაზე“
სიახლეების არქივი18 აგვისტო , 2017
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, აცხადებს რეგისტრაციას “სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციაზე” მონაწილეობის მსურველთათვის.

კონფერენცია განკუთვნილია საქართველოს საჯარო სკოლების მოქმედი დირექტორებისთვის.

მისი მიზანია პროექტის ფარგლებში ტრენინგ-მოდულებისა და კვარტლური შეხვედრების შედეგად მიღებული გამოცდილების, სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. შესაბამისად, კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ დირექტორებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ პროექტის აღნიშნულ აქტივობებში.

“სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ ჩატარდება 2017 წლის 9-10 სექტემბერს, თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და განათლების სფეროს ექსპერტები. კოლეგებისა და ფართო საგანმანათლებლო საზოგადოებისთვის საკუთარ გამოცდილებისა და მიღწევების გაზიარების შესაძლებლობა მიეცემათ საჯარო სკოლების დირექტორებს, რომელთა მოხსენებებიც კონკურსის გზით შეირჩევა. თითეული სესიის ბოლოს გაიმართება დისკუსია.

ყველა მონაწილეს გადაეცემა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

კონფერენციაში მონაწილეობისათვის საჭიროა ელექტრონული რეგისტრაცის გავლა.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 2017 წლის 21 აგვისტოს, 12:00 საათიდან, ვებგვერდზე: www.teec.ge  და დასრულდება 24 აგვისტოს დღის 12:00 საათზე.

პროექტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ კონფერენციის ყველა მონაწილეს მიეცეს თანაბარი შესაძლებლობები. შესაბამისად, საქართველოს რეგიონების სკოლების წარმომადგენლებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან რეგისტრაციას, პროექტი შესთავაზებს სასტუმროში განთავსებას (ამის შესახებ მონაწილე რეგისტრაციის დროს მიიღებს დამატებით ინფორმაციას).

კონფერენციაში მონაწილეობას შეძლებს პირველი 200 მსურველი, რომელიც დააკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
  • არის საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი;
  • წარმატებით აქვს გავლილი ლიდერობის აკადემიის ტრენინგ-მოდულები (ლიდერობის აკადემია 1, ლიდერობის აკადემია 2, მ. 1-2).
დამატებით კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ტელ: 2 200220 (47 08) ; ელ.ფოსტა: info@tpdc.ge