მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებელთა და დირექტორთა ტრენერების სერტიფიცირების კურსი დაიწყო
სიახლეების არქივი03 აგვისტო , 2017
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლბში, რომელსაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, არაქართულენოვან სკოლის მასწავლებელთა და დირექტორთა ტრენერების სერტიფიცირების კურსი მიმდინარეობს.

ტრენერები მიმართულებების მიხედვით ჩაატარებენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებს და სხვა აქტივობებს - არაქართულეოვანი სკოლების და სექტორების მასწავლებლესთვის, დირექტორებისა და პროექტის ფასილიტარებისთვის. ტრენინგებს აზერბაიჯანულენოვანი, რუსულელოვანი და სომხურენოვანი ტრენერები გაუძღვებიან, რომლებმაც ტრენერთა სერტიფიცირების კურსი ქართულ ენაზე გაიარეს.

კურსს 38 არაქართულენოვანი ტრენერი გადის, რომელთაც გააჩნია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში მასწავლებლად მუშაობის ან/და ზოგადი განათლების სფეროში მართვის გამოცდილება. კურსი რამდენიმე ეტაპს მოიცავს და მასში კონკურსის სახით შერჩეული ტრენერები იღებენ მონაწილეობას.

სერტიფიცირების კურსი მიმდინარე წლის 30 ივლისს დაიწყო და 16 აგვისტომდე გაგრძელდება.

2017-2019 წლებში სერტიფიცირებული ტრენერები საქართველოს ყველა არაქართულენოვანი საჯარო სკოლის 213 დირექტორს და მე-7 - მე-12 კლასების ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის 2177 მასწავლებელს გადაამზადებენ. ტრენინგები არაქართულენოვანი მსმენელიბისათვის მშობლიურ ენასა და ქართულ ენაზე ჩატარდება. საგანგებოდ ითარგმნა სატრენინგო მასალა.

მასწავლებლები პროფესიული განვითარების კუთხით გადამზადდებიან, როგორც ზოგადპროფესიული უნარების სასწავლო მიმართულებით, ასევე საგნობრივი მეთოდიკის კურსში. ტრენინგებზე შეძენილი ცოდნა და უნარები მასწავლებლებს საშუალებას მისცემს სასწავლო პროცესი მეტად სახალისო, ინტერაქტიული, პრაქტიკულ ცხოვრებასთან დაკავშირებული, ასევე XXI საუკუნის მოსწავლის მოთხოვნებსა და ინტერესებზე მორგებული გახადონ.

დირექტორები კი სკოლის მართვის გაუმჯობესება - ლიდერობის აკადემიის კურსს გაივლიან, რომლის მიზანია დირექტორებისა და პროექტის ბაზაზე შერჩეული პროფესიული განვითარების ფასილიტატორების პროფესიული განვითარება.

პროექტის სამიზნე ჯგუფს საჯარო სკოლების 18000 ზე მეტი ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ინგლისურისა და გეოგრაფიის 7-12 კლასების ყველა მოქმედი მასწავლებელი და ყველა საჯარო სკოლის დირექტორი წარმოადგენს.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს პროექტს აფინანსებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX- ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.