მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების რეგისტრაცია დაიწყო
სიახლეების არქივი13 თებერვალი , 2012
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 13 თებერვლიდან 23 მარტის ჩათვლით მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის რეგისტრაციას აცხადებს.  გამოცდებზე დარეგისტრირება ყველა საგნის პედაგოგს შეუძლია. 

წელს პირველად, სპორტის, მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებს შესაძლობლობა მიეცათ სასერტიფიკაციო გამოცდა არა მხოლოდ უნარებში, არამედ საგნობრივ ნაწილშიც ჩააბარონ. ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგებისთვის საგნობრივ საგამოცდო პროგრამების მომზადებაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტებთან ერთად ხელოვნებისა და სპორტის დარგების წარმომადგენლებმა იმუშავეს. 2012 წელს პირველად, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტალურ ნაწილში გამოცდას ჩააბარებენ  საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებული პედაგოგებიც. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2012 წელს სასერტიფიკაციო გამოცდებზე გასასვლელად  ერთწლიანი  სტაჟი სავალდებულო აღარ არის. დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი აქვს. 
სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამსვლელებმა რეგისტრაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის  (naec.ge; online.naec.ge) ვებ-გვერდზე ელექტრონულად, Online რეჟიმში უნდა გაიარონ. შემდეგ ეტაპზე, მათ შესაბამისი დოკუმენტაცია ელექტრონულ რეგისტრაციაში მითითებულ რესურს-ცენტრში უნდა წარადგინონ, რის შემდეგაც მასწავლებლების საბოლოო დარეგისტრირება  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მოხდება.

პედაგოგთა სერტიფიცირება განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. სასერტიფიკაციო გამოცდები პედაგოგს საშუალებას აძლევს დაადასტუროს, რომ სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებს ფლობს. სერტიფიცირებული მასწავლებლის დანამატი  ხელფასზე 75 ლარია. დამატებით ინგლისურისა და კომპიუტერის ინტეგრირებული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში - 200 ლარი. საუკეთესო  25% -ში მოხვედრილი პედაგოგის ხელფასი 1000 ლარი გახდება. მენტორ-მასწავლებელი 180 ლარიან დანამატს მიიღებს. ხოლო პედაგოგებს, რომლებიც საბუნებისმეტყველო საგნებში ლაბორატორიულ გამოცდას ჩააბარებენ, მათ ხელფასი კიდევ 75 ლარით გაეზრდებათ. სერტიფიცირებულ მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ მენტორ მასწავლებლად იმუშაონ და სამინისტროს მიერ ინიცირებულ სხვადასხვა პროგრამებში ჩაერთონ, რაც ასევე დამატებით ანაზღაურებას გულისხმობს.

სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მასწავლებელთა მომზადების მიზნით, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემულია სერტიფიცირებისთვის საჭირო ლიტერატურა, რომელიც ყველა პედაგოგისთვის ხელმისაწვდომია. სისტემატიურად იმართება საინფორმაციო შეხვედრებიც, სადაც პედაგოგთა მოსაზრებების შესწავლა ხდება. პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებში მოსამზადებლად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საქართველოს ყველა რეგიონში  ტრენინგები  ტარდება როგორც პროფესიულ უნარებში, ასევე საგნობრივ ნაწილში.

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები  2014 წლამდე ნებაყოფლობითია. ბარიერის ვერგადალახვის შემთხვევაში, პედაგოგს საშუალებას ეძლევა განმეორებით  გამოცდაზე  რამდენჯერმე გავიდეს.