„ათასწლეულის გამოწვევის
ფონდი
- საქართველოს“ მასწავლებელთა და
სკოლის დირექტორთა
პროფესიული განვითარების
პროექტის ფარგლებში,
რომელსაც სსიპ
მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული
ცენტრი ახორციელებს, პროექტის მათემატიკის ტრენერებს ჩაუტარდათ ტრენინგი -
„ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება მათემატიკის სწავლების პროცესში“.
ტრენინგის მიზანია ტრენერებისთვის იმ ძირითადი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სრულყოფილად გაცნობა, რომლებიც ინტეგრირებულია მათემატიკის მოდულში. კერძოდ, ტრენერები გაეცნობიან შემდეგ პროგრამებს/რესურსებს: ვირტუალური სასწავლო გარემო - Edmodo, ხანის აკადემიის სასწავლო რესურსები, მათემატიკის კომპიუტერული პროგრამა - GeoGebra და ონლაინ გრაფიკული კალკულატორი - Desmos. ტრენინგზე მიღებული გამოცდილება მონაწილეებს სატრენინგო პროცესში ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებაში დაეხმარება.
ტრენინგი
ტრენერთა ორ ჯგუფს ჩაუტარდა. სულ 36 მონაწილე გადამზადდა, რომელმაც უკვე გაიარა ტრენერთა ტრენინგი - „აქტიური სწავლება მათემატიკაში“. აღნიშნული
ტრენერები, შემდგომში, იგივე ტრენინგმოდულის მიხედვით 1900-ზე მეტ მათემატიკის
პედაგოგს გადაამზადებენ 20 აგვისტოდან 12 სექტემბრის
ჩათვლით.
პროფესიული
განვითარების საშუალება იმ 7000-ზე მეტ VII-XII კლასების მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის,
ბიოლოგიის, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის
საჯარო სკოლის მასწავლებელს მიეცემა, რომელმაც მასწავლებელეთა და სკოლის დირექტორთა
პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში უკვე გაიარა ზოგადპროფესიული უნარების
მოდულები 2016-2017 წელს.
„ათასწლეულის
გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ პროექტს აფინანსებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია
და ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX- ის ექსპერტული
მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.
|