მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა
სიახლეების არქივი07 ივლისი , 2017

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული განათლების ტრენერებისთვის ჩატარდა ტრენინგი - ,,სტუდენტთა ინდივიდუალური თავისებურებანი პროფესიულ განათლებაში''. ტრენინგი აგებულია ზრდასრულთა სწავლების პრინციპებზე და ითვალისწინებს სტუდენტთა ინდივიდუალურ თავისებურებებს სწავლის პროცესში.

ტრენინგზე მონაწილეები სწავლისადმი დიფერენცირებული მიდგომების ტექნიკებს და მრავალფეროვან ჯგუფებში მისი გამოყენების მნიშვნელობას გაეცნენ. საკითხის ჩასაღრმავებლად ტრენერებთან განხილული იქნა რამდენიმე სიტუაცია, სადაც წარმოდგენილი იყო სტუდენტის ასაკის გათვალისწინებით ამ მიდგომის ძლიერი მხარეები და გამოწვევები.

მონაწილეებს, ასევე, საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ისეთ თემებს, როგორიცაა სწავლის სტილი, ინტელექტის ტიპები, ზრდასრულთა სწავლების პრინციპები, ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიები, სტუდენტთა ასაკობრივი თავისებურებები, ეფექტური მოსმენის ტექნიკები, რომელიც პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა პედაგოგიურ უნარების განსავითარებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

,,სტუდენტთა ინდივიდუალური თავისებურებანი პროფესიულ განათლებაში'' პროფესიული განათლების მასწავლებელთა გადამზადების პედაგოგიური კურსის პირველი მოდულია. ამ მოდულით იწყება პროფესიული განათლების მასწავლებელთა გადამზადება. კურსი კიდევ 4 მოდულს მოიცავს, რომელსაც პედაგოგები ეტაპობრივად გაივლიან. კურსი შემუშავდა UNDP-ის ექსპერტების მიერ მასწავლებელთა პროფსიული განვითარების ეროვნულ ცენტრის პროფესიული განათლების მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით, რომლის მიზანიახელიშეუწყოსპროფესიულ მასწავლბელთა მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სისტემების ჩამოყალიბებას, მათი კომპეტენციების განვითარებას თავად მასწავლებლის საჭიროებისა და სფეროში მიმდინრე ცვლილებეების შესაბამისად.