მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული
ცენტრმა, დეცენტრალიზაციის
პროცესის
ფარგლებში
გამოცხადებულ
საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით,
საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას 80-მდე ორგანიზაციის წარმომადგენელი
ესწრებოდა.
ღონისძიების
დასაწყისში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა
გიორგი მაჩაბელმა დეცენტრალიზაციის პროცესზე, საგრანტო კონკურსის მთავარ მიზანსა
და პრიორიტეტებზე ისაუბრა:
„დეცენტრალიზაციისა
და მის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის მთავარი მიზანია
სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, პროფესიული განვითარების მრავალფეროვანი
და ინოვაციური მიდგომების წახალისების გზით.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მომსახურების მიწოდების სისტემის დეცენტრალიზაცია ქმნის
წინაპირობებს იმისათვის, რომ
- მასწავლებელთა პროფესიულ განვითარების მომსახურებები გახდეს მრავალფეროვანი, ციკლური და ხარისხიან შედეგზე ორიენტირებული;
- მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაში ხელი შეეწყოს ინოვაციური და შემოქმედებითი მიდგომების შემუშავებასა და დანერგვას;
- საგრანტო კონკურსების საშუალებით შესაძლებელი გახდეს სხვადასხვა აქტორებს შორის პარტნიორობის სტიმულირება, სკოლების ქსელური მუშაობის ხელშეწყობა, საჭიროებებსა და კონკრეტულ შედეგებზე მეტი ფოკუსირება.
- განთლების სფეროში მოხდეს გარე, დამოუკიდებელი მიმწოდებლების განვითარების სტიმულირება და ექსპერტული ცოდნის დაგროვება.
- ასევე, გაიზარდოს ცენტრის მენეჯმენტის ეფექტიანობა და გაჩნდეს პროფესიული განვითარების მხარდამჭერ ღონისძიებებზე რესურსების მეტად ფოკუსირების შესაძლებლობა.
მიმდინარე
საგრანტო კონკურსი გამოცხადდა სამი თემატური მიმართულებით:
- სკოლის საერთო კულტურის გაძლიერება;
- სასწავლო და სოციალური პროექტების საშუალებით სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანობის ხელშეწყობა;
- სკოლის ბაზაზე საკლუბო და საწრეო საქმიანობის ხელშეწყობა.
ზემოაღნიშნული
მიმართულებები განისაზღვრა ზოგადი განათლების პოლიტიკის პრიორიტეტების, სკოლების
საჭიროებებისა და მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და
კარიერული წინსვლის სქემის გამოწვევების გათვალისწინებით. სამივე საგრანტო
მიმართულებაზე,
ცენტრის
მიერ
განსაზღვრული
საერთო
ბიუჯეტი
შეადგენს
300 000 ლარს.
ვინაიდან დეცენტრალიზაციის პროცესის ერთ-ერთი პრიორიტეტია განათლების
სფეროში ჩართული სამოქალაქო სექტორის გაძლიერება, გრანტების შესახებ კანონის
გათვალისწინებით, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ განათლების სფეროში მოქმედ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ,
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიულ
პირებს
ან/და საჯარო სამართლის
იურიდიულ
პირებს.
დეცენტრალიზაციის
პროცესი მხოლოდ მიმდინარე საგრანტო კონკურსით არ შემოიფარგლება. მისი თითეული
ეტაპი მოიაზრებს სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით ახალი საგრანტო კონკურსების
განხორციელებას, მომსახურების კერძო მიმწოდებლების უფრო მეტად გაძლიერებას, ბაზარზე
ჯანსაღი კონკურენციის გაჩენას და პროფესიული განვითარების მიწოდების სისტემაში
ხარისხის გაუმჯობესებას“.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში, განაცხადები მიიღება 21 ივლისამდე, ხოლო შერჩეული საგრანტო პროექტები უნდა განხორციელდეს 2017 წლის 21 აგვისტოდან
11 დეკემბრამდე.
რეგისტრაციისთვის აუცილებელია, პრეტენდენტმა
საგრანტო
განაცხადი
წარადგინოს
როგორც
ელექტრონული,
ისე
ბეჭდური
ფორმით.
კერძოდ,
შეავსოს
ელექტრონულ
ბაზაში
განთავსებული
სააპლიკაციო
ფორმა
და
ატვირთოს
შესაბამისი
დოკუმენტაცია,
გარდა
ამისა,
აღნიშნული
განაცხადი
და
დოკუმენტაცია
წარმოადგინოს
ცენტრში
ამობეჭდილი
სახით
და
უფლებამოსილი
პირის
ხელმოწერით.
|