მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში, აცხადებს პროფესიული განვითარების პროგრამების შესარჩევ საგრანტო კონკურსს, რომელიც გულისხმობს პროფესიული განვითარების მრავაფეროვანი და ინოვაციური მიდგომების წახალისებას.
კონკურსი ცხადდება სამი თემატური მიმართულებით:
- სკოლის საერთო კულტურის გაძლიერება;
- სასწავლო და სოციალური პროექტების საშუალებით სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანობის ხელშეწყობა;
- სკოლის ბაზაზე საკლუბო და საწრეო საქმიანობის ხელშეწყობა.
სამივე საგრანტო მიმართულებაზე, ცენტრის მიერ განსაზღვრული საერთო ბიუჯეტი შეადგენს 300 000 ლარს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ განათლების სფეროში მოქმედ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ან უკვე რეგისტრირებულნი არიან ცენტრის ელექტრონულ ბაზაში.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში, განაცხადები მიიღება 21 ივლისამდე, ხოლო
შერჩეული საგრანტო პროექტები უნდა განხორციელდეს 2017 წლის 21 აგვისტოდან 11 დეკემბრამდე.
რეგისტრაციისთვის აუცილებელია, პრეტენდენტმა საგრანტო განაცხადი წარადგინოს
როგორც ელექტრონული, ისე ბეჭდური ფორმით. კერძოდ, შეავსოს ელექტრონულ ბაზაში განთავსებული
სააპლიკაციო ფორმა და ატვირთოს შესაბამისი დოკუმენტაცია, გარდა ამისა, აღნიშნული განაცხადი
და დოკუმენტაცია წარმოადგინოს ცენტრში ამობეჭდილი სახით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.
მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების მომსახურების მიწოდების სისტემის დეცენტრალიზაცია საშუალებას მოგვცემს:
- მასწავლებელთა პროფესიულ განვითარების მომსახურებები
გახდეს მრავალფეროვანი, ციკლური და ხარისხიან შედეგზე ორიენტირებული;
- მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაში ხელი შეეწყოს
ინოვაციური და შემოქმედებითი მიდგომების შემუშავებასა და დანერგვას;
- საგრანტო კონკურსების საშუალებით შესაძლებელი გახდეს
სხვადასხვა აქტორებს შორის პარტნიორობის სტიმულირება, სკოლების ქსელური მუშაობის ხელშეწყობა,
საჭიროებებსა და კონკრეტულ შედეგებზე მეტი ფოკუსირება.
- განთლების სფეროში მოხდეს გარე, დამოუკიდებელი მიმწოდებლების
განვითარების სტიმულირება და ექსპერტული ცოდნის დაგროვება.
- ასევე, გაიზარდოს ცენტრის მენეჯმენტის ეფექტიანობა და
გაჩნდეს პროფესიული განვითარების მხარდამჭერ ღონისძიებებზე რესურსების მეტად ფოკუსირების
შესაძლებლობა.
|