მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფრანგული ენის ექსპერტ-კონსულტანტმა მაკა ნადარეიშვილმა ფრანგული ენის მასწავლებლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართული საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლები.
მონაწილეები გაეცნენ აქტიური სწავლების მეთოდებს. პრაქტიკულად განახორციელეს და გაანალიზეს აქტივობები, როგორც მასწავლებლის ასევე მოსწავლის პოზიციიდან; მიიღეს რეკომენდაციები მათთვის პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სერვისების დაგეგმვის ხელშეწყობა მათივე საჭიროებებზე (როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული) დაყრდნობით. კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა პედაგოგთა სხვადასხვა საჭიროება, რომელთა გათვალისწინებით ცენტრი ატარებს სამუშაო შეხვედრებს უცხოური ენების მასწავლებლებთან თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში.
|