მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მზადება დაიწყო
სიახლეების არქივი21 თებერვალი , 2012
მასწავლებლის სახლში სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ტრენინგები მიმდინარეობს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პედაგოგებს ტრენინგები  პროფესიულ უნარებსა და ყველა იმ საგანში უტარდებათ, რომლებშიც მათ გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. ტრენინგები საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის უფასოა და მათზე დასწრება ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია.

დღეს მასწავლებლის სახლში სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელ ტრენინგს ზოგად უნარებში   მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი დაესწრნენ. 

პროფესიული უნარების ტრენინგზე თბილისის სხავადასხვა სკოლების მასწავლებლები სასწავლო პროცესის დაგეგმვას, კომუნიკაციის ეფექტურ მეთოდებს, მოსწავლეთა მოტივაციას, შეფასებას, ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, კლასის მართვის პრინციპებსა და სხვა თემებს გადიან.  

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე რეგისტრაცია 13 თებერვალს გამოცხადდა და 23 მარტს დასრულდება. წელს პირველად სერტიფიცირების გავლას ხელოვნებისა და სპორტის პედაგოგებიც შეძლებენ. გარდა ამისა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასასვლელად მინიმუმ ერთწლიანი სწავლების სტაჟი საჭირო აღარ არის. სერტიფიცირების გავლა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გააჩნია.