თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების III ეროვნული კონკურსის II ტური გაიმართა, სადაც თბილისისა და რეგიონების სკოლების საგუნდო კოლექტივები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მუსიკის ექსპერტ-კონსულტანტი რუსუდან თაყაიშვილი ესწრებოდა.
კონკურსის მიზანია აკადემიური საგუნდო სიმღერის პოპულარიზაცია, ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვა, ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერა და განვითარება.
კონკურსის ორგანიზატორია საქართველოს საგუნდო საზოგადოება, ხოლო მხარდამჭერები არიან თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, ქალაქ თბილისის მერია, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
გალა კონცერტი და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი, მიმდინარე წლის 2 ივნისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება.
|