პროგრამის eTwinningPlus-ის ტრენერ-ამბასადორები პოლონეთის მხარდამჭერი ნაციონალური სააგენტოსა და მასწავლებლეთა პროფესიული განვითერების ეროვნული ცენტრის თანამშრომობით, სასწავლო ვიზიტით ქ. ვარშავაში გაემგზავრნენ. ვიზიტის მიზანი იყო საერთაშორისო პროექტებში მუშაობის გამოცდილების გაზიარება.
ვიზიტის ფარგლებში ქართველი ამბასადორები ესტუმრნენ ვარშავის დაწყებით სკოლას, სადაც ნახეს თუ როგორ ახორციელებენ მასწავლებლები eTwinning-ის აქტივობებს საკლასო გარემოში, როგორ იყენებენ სხვადასხვა რესურსებს, მათ შორის სახალისო ონლაინ ტესტებს. მე-6 კლასის მოსწავლეებს მომზადებული ჰქონდათ პრეზენტაცია საქართველო - პოლონეთის შესახებ ინგლისურ ენაზე. მცირე გეოგრაფიულ-ისტორიული მიმოხილვის შემდეგ, ქართველმა ამბასადორებმა უპასუხეს მოსწავლეების შეკითხვებს მათთვის საინტერესო სხვადასხვა თემაზე.
ვიზიტის ფარგლებში ქართველი ამბასადორები, ასევე, გაეცანენ პოლონელების მრავალწლიან გამოცდილებას. პოლონელები eTwinning-ის პორტალზე 11 წელზე მეტია მუშაობენ და პირველ ადგილზე არიან დარეგისტრირებული მასწავლებლებისა და განხორციელებული პროექტების რაოდენობით. ამ წლების განმავლობაში მათ დააგროვეს უდიდესი გამოცდილება, რომელიც მოიცავს არა მარტო წარმატებულ ისტორიებს, არამედ მრავალ გამოწვევას. თანამშრომლობა პოლონელებთან მომავალშიც გაგრძელდება.
|