მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი
პროექტის „ინსტრუმენტები დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს
დანერგვისათვის“ ფარგლებში სამდღიანი ტრენინგი გაიმართა. ღონისძიებას საჯარო და
კერძო სკოლის მასწავლებლები ესწრებოდნენ.
ტრენინგის მიზანი იყო მასწავლებლებისთვის „დემოკრატიული
კულტურის კომპეტენციების ახალი მოდელის“ გაცნობა, „დემოკრატიული კულტურის
კომპეტენციების ახალი მოდელის“ ჭრილში არსებული სასკოლო პრაქტიკის გააზრება და „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ახალი
მოდელის“ საფუძველზე სასკოლო პრაქტიკის
განვითარება.
დემოკრატიული
კულტურის კომპეტენციების მოდელის ძირითადი იდეაა, რომ თავი მოუყაროს ყველა ძირითად
პრინციპს, რომელიც წარმოადგენს მთავარ საყრდენს განათლებაში, ადამიანის უფლებებთან
და ინტერკულტურულ ურთიერთობებთან დაკავშირებით.
კომპეტენციების
ჩარჩოზე მუშაობა ევროსაბჭომ 2014 წელს დაიწყო. ექსპერტთა ჯგუფმა შეიმუშავა დღემდე
არსებული კომპეტენციების აღმწერი საერთაშორისო თუ ადგილობრივი სქემა, გაანალიზა და
ამის შედეგად გამოყო რამდენიმე ათეული კომპეტენცია, რომელიც შემდგომში
დესკრიპტორებად ჩაიშალა. წევრი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს აქტიური
ჩართულობით, საბოლოოდ, დადგინდა 20 კომპეტენცია.
ინსტრუმენტები
დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების დანერგვისათვის სკოლაში - კიდევ ერთი
მასშტაბური საერთაშორისო პროექტია, რომლის კოორდინატორი საქართველოა, ჩართულ
ქვეყნებს კი ანდორა, სლოვაკეთი და ხორვატია წარმოადგენენ. აღნიშნულ პროექტს მოგვიანებით
ბულგარეთიც შეუერთდება.
|