მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში უცხოელი მოხალისე მასწავლებლებისა და ადგილობრივი უცხოური ენის პედაგოგების ერთობლივი შუალედური შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში 39 ადგილობრივი და 38 მოხალისე მასწავლებელი მონაწილეობდა.
ტრენინგზე სიახლე იყო ფრანგულენოვანი და გერმანულენოვანი მასწავლებლებისთვის ახალი
ჯგუფების შექმნა, რომელთათვისაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავდა ახალი ტრენინგ-მოდულები.
ოთხდღიან შეხვედრაზე კოლეგებმა ერთმანეთს გაუზიარეს განვლილი პერიოდის მუშაობის შედეგები და დაგროვილი გამოცდილება. შეხვედრის ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგები თემებზე „წერის სწავლება“, „სასკოლო პროექტები“ და „სასწავლო რესურსი“.
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების ინიციატივით, 2010 წლიდან მიმდინარე პროგრამის ფარგლებში საქართველოს
ყოველწლიურად სტუმრობს უცხოენოვან მოხალისე მასწავლებელთა ჯგუფი. მოხალისეები
მასპინძელ ოჯახებში ცხოვრობენ და დასაქმებულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში,
სადაც, უცხოური ენის ადგილობრივ მასწავლებლებთან და თემის წარმომადგენლებთან
თანამშრომლობით, აქტიურად არიან ჩართულნი სასკოლო და სათემო ცხოვრებაში.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან
პროგრამის არეალი გაფართოვდა და ინგლისურ ენასთან ერთად ჩინური ენის სწავლებაც
ხორციელდება, ხოლო 2015 წლის სექტემბრიდან, საპილოტე რეჟიმში, პროგრამაში
მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცა გერმანულენოვან და ფრანგულენოვან მოხალისე
მასწავლებლებს.
|