მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პოლიტიკის გაცნობისა და გაზიარების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ავღანეთის დელეგაცია ეწვია. ცენტრის ხელმძღვანელობამ ავღანეთის დელეგაციას მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, ცენტრის ფუნქციები და საქმიანობა გააცნო.
ვიზიტის ფარგლებში, დელაგაციის წევრებს შეხვედრები ჰქონდათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან. ასევე, მათ დაათვალიერეს რამდენიმე სკოლა, რომელიც აქტიურად არის ჩართული საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტში (G-PriEd) და ნახეს, როგორ მიმდინარეობს ინოვაციური მეთოდების დანერგვა მოსწავლეების კითხვისა და მათემატიკის შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) წარმომადგენლებმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდებს G-PriEd-ის მიერ, ინოვაციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით, შემუშავებული და განხორციელებული აქტივობების შესახებ და გაუზიარეს ინფორმაცია პილოტირების პროცესში მიღებული დადებითი შედეგებისა და გამოვლენილი სირთულეების თაობაზე.
15 კაციანი დელეგაცია ავღანეთიდან საქართველოში 2 აპრილს ჩამოვიდა, რომლის შემადგენლობაში არიან ავღანეთის განათლების სამინისტროსა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული განათლების პროექტის წარმომადგენლები.
|