მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
მაროკოს და ელ-სალვადორის ათასწლეულის გამოწვევის ფონდთა წარმომადგენლები საქართველოს სასწავლო ვიზიტით ესტუმრნენ
სიახლეების არქივი11 მარტი , 2017
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტს, რომელსაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, მაროკოს სამეფოსა და ელ-სალვადორის რესპუბლიკის ათასწლეულის გამოწვევის ფონდთა წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტით ესტუმრნენ.

ვიზიტის მიზანი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მიერ განათლების სექტორში ინიცირებული წარმატებული პროგრამების შესწავლა და მათი შემდგომ მაროკოსა და ელ-სალვადორში დანერგვა და განხორციელებაა.

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერმა ირინა აბულაძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა სტუმრებს - პროექტის მიზნები, სტრუქტურა, მართვის მექანიზმი, სტრატეგია, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

პროექტის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების მნიშვნელობაზე ესაუბრეს, რისი მიღწევის ერთ-ერთი საშუალებაც სწორედ, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა გძელვადიანი პროფესიული განვითარების მხარდაჭერაა.

ასევე წარუდგინეს მასწავლებლების, დირექტორებისა და პროექტის ფარგლებში შერჩეული პროფესიული განვითარების ფასილიტატორების გადამზადებისთვის შექმნილი სატრენინგო მოდულები, საკითხავი მასალა და შეფასების ინსტრუმენტები. შეხვედრა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რჟიმში გაგრძელდა.

პროექტში მე-7- მე-12 კლასების ზუსტი და საბუნებისმეტყვეო მეცნიერებების, ინგლისურისა და გეოგრაფიის 18 ათასზე მეტი მასწავლებელი და ყველა საჯარო სკოლის დირექტორია ჩართული.

14 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. პროექტი 2016 წლის იანვარში დაიწყო და 2019 წლის ზაფხულში დასრულდება.

საქართველოში ვიზიტი „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ინიციატივით შედგა, როგორც ქვეყანაში, სადაც ფონდის მიერ დაფინანსებული ყველა განათლების პროექტი წარმატებით ხორციელდება.