მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
მასწავლებელთა ზოგადპროფესიული კურსის მესამე ტრენინგმოდულის პილოტი ჩატარდა
სიახლეების არქივი26 თებერვალი , 2017
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, “ზოგადპროფესიული უნარების კურსის მესამე მოდულის - სასწავლო პროცესის პოზიტიურად მართვა და მზაობა პროფესიული განვითარებისთვის“ პილოტი ჩატარდა.

მოდული ადგილობრივი და საერთაშორისო კონსულტანტების მიერ საქართველოში მოქმედი მასწავლებელთა საჭიროების კვლევის შედეგად გამოვლენილი შედეგების საფუძველზე შემუშავდა.

პილოტი მიზანად ისახავდა ტრენინგმოდულში წარმოდგენილი საკითხების მიმართ მონაწილეების ინტერესისა და მზაობის გადამოწმებას და დამსწრეთაგან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე მოდულის მასალაში შესაბამისი ცვლილებების შეტანას.

პილოტში მასწავლებელთა პროფესიული გავნითარების ეროვნული ცენტრის სერტიფიცირებული 24 ტრენერი იღებდა მონაწილეობას, რომლებიც ასევე საჯარო და კერძო სკოლების მოქმედი მასწავლებელი არიან.

აღნიშნული ტრენინგში მიმდინარე წლის აპრილ-მაისის თვეებში მთელი საქართველოს მასშტაბით VII-XII კლასების მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის საჯარო სკოლის 7000-ზე მეტი მასწავლებელი ჩაერთვება, რომლებმაც უკვე გაიარეს ტრენინგი ზოგადპროფესიული უნარების კურსის პირველი და მეორე მოდულის მიხედვით 2016-2017 წლის ოქტომბერ-თებერვლის პერიოდში.

ტრენინგი მონაწილეებს დაეხმარება სასწავლო პროცესის პოზიტიურად და ეფექტურად მართვის უნარების გამომუშავებაში - მონაწილეები შეძლებენ მაქსიმალურად მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას, სადაც თითოეული მოსწავლე ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო გარემოში შეძლებს სწავლას.

მონაწილეები ასევე გაეცნობიან მოსწავლეებში ქცევისა და სწავლის თვითმართვის უნარების განვითარების სტრატეგიებს. ტრენინგზე მიღებული ცოდნა მასწავლებლებს საშუალებას მისცემს

გააცნობიერონ კოლეგებთან თანამშრომლობითი კულტურისა და კრიტიკული მეგობრობის დამკვიდრების მნიშვნელობა და პროფესიული პორტფოლოს გამოყენების სარგებელი.

პროექტის ფარგლებში, ტრენინგებში მონაწილეობის საშუალება ექნებათ უმცირესობების წარმომადგენელ პედაგოგებსაც. საგანგებოდ მათთვის ითარგმნება სატრენინგო მასალა დაგადამზადდებიან რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი ტრენერები.
პროექტის ფარგლებში, 2016-2018 წლებში, მასწავლებლები გაივლიან ორ სატრენინგო კურსს:

1. ზოგადპროფესიულ უნარებში (სამი თორმეტსაათიანი მოდული; სულ 36 საათი - 3 კრედიტქულა)

2. აქტიური სწავლება საგანში (ერთი ოცდაოთხსაათიანი მოდული - 2 კრედიტქულა)

ტრენინგებს მასწავლებლები ორ ნაკადად გაივლიან. მასწავლებლების პირველი ნაკადის პროფესიული განვითარების კურსი 2016 წლის ოქტომბრის თვეში დაიწყო და 2017 წლის ივლისში დასრულდება (ზოგადპროფესიული უნარებსა და საგნობრივ მეთოდიკაში); მასწავლებელთა მეორე ნაკადი კი გადამზადების იგივე კურსს 2017 ოქტომბერი - 2018 ივლისის პერიოდში გაივლის.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს პროექტს აფინანსებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია IREX- ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.