მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სიახლეების არქივი25 თებერვალი , 2017
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის გაფორმების მიზანია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში თავმოყრილი ქართული კულტურისა და ისტორიის უმნიშვნელოვანესი საგანძური, მდიდრულად ილუსტრირებული უნიკალური ქართული და უცხოენოვანი ხელნაწერები, ძველნაბეჭდი და იშვიათი გამოცემები, მემორიალური ნივთები გახდეს ეფექტური სასწავლო რესურსი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის. ცენტრის კოლექციები მრავალ დარგსა და სფეროს მოიცავს - ისტორია, სამართალი, გეოგრაფია, მოგზაურობა, ფილოსოფია, ასტროლოგია, მათემატიკა, სამხედრო საქმე და სხვ.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ზემოთ ჩამოთვლილი რესურსის სწორად გამოყენებისა და გაცნობისათვის მომზადდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან, რომელიც ხელს შეუწყობს მასწავლებლის საქმიანობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას, მასწავლებლის პროფესიის სტატუსის ამაღლებას და მასწავლებლის, მოსწავლეებისა და საზოგადოების სასარგებლოდ სწავლებისა და სწავლის ხარისხის ამაღლებას.

მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ მუდმივმოქმედი გამოფენა „ქართული ხელნაწერი“, ასევე საგანგებო გამოფენა „სიმართლე თებერვალზე“, რომელზეც წარმოდგენილი იყო ემიგრანტების პირად არქივებში დაცული მასალა 1921 წლის 25 თებერვლის შესახებ. ღონისძიებას სკოლის დირექტორები, მასწავლებლები და რესურსცენტრის წამომადგენლები ესწრებოდნენ.