მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საგნის
მასწავლებლებისთვის 5-დღიან ტრენინგ-მოდულს „სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების
მქონე
მოსწავლის
ინტეგრაცია
ზოგადსაგანმანათლებლო
კლასში“ აგრძელებს.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები ეცნობიან ინკლუზიური განათლების
ისტორიას და ფილოსოფიას, ასევე, ინკლუზიური განათლების, როგორც უმაღლესი
ხარისხის
განათლების,
მნიშვნელობას;
განიხილავენ ყველა იმ ეროვნულ და საერთაშორისო დოკუმენტს, რომლითაც რეგულირდება ინკლუზიური განათლება საქართველოში; შეისწავლიან
განვითარების დარღვევის ტიპებს, ასევე, მოსწავლის საჭიროებების შესაბამისად,
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების პრინციპებს და სსსმ მოსწავლის კლასში
ინტეგრაციის სტრატეგიებს.
ტრენინგ-კურსის
დასრულების შემდეგ, მასწავლებელს შეეძლება მოსწავლის საჭიროებების და უნარების
შესაბამისი ინდივიდუალური სასწავლო მიზნების, ამოცანებისა და სტრატეგიების
შერჩევა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის დოკუმენტის წარმოება, მისი მართვა და
მონიტორინგი. გარდა ამისა, შეძლებს ზოგადსაგანმანათლებლო კლასში სსსმ
მოსწავლისთვის გაკვეთილის დაგეგმვას.
აღნიშნული ტრენინგ-მოდულის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უკვე 825 მასწავლებელი გადაამზადა და ტრენინგებს
სხვა დარეგისტრირებული პედაგოგებისთვის აგრძელებს.
|