მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის საერთაშორისო მობილობის თემაზე სემინარი გაიმართა
სიახლეების არქივი02 დეკემბერი , 2016

პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის საერთაშორისო მობილობის თემაზე სემინარი გაიმართა. სემინარზე განიხილეს პროფესიული მასწავლებლების საერთაშორისო პროგრამებში ჩართვის გზები და შესაძლებლობები. პროფესიული განათლების იმ მასწავლებლებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამაში, საშუალება ჰქონდათ, გამოცდილება გაეზიარებინათ კოლეგებისათვის, პროგრამაში მონაწილეობის შედეგების შესახებ.

შეხვედრაზე, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ხელმძღვანელის მოადგილემ ოლივერ დიზიმ მასწავლებლებს საერთაშორისო მობილობის ევროპული გამოცდილების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამას გარდა, სემინარზე განიხილეს მასწავლებელთა საერთაშორისო ქსელის „eTwinning”-ის შესაძლებლობები, პროფესიული განათლების სტუდენტთა საერთაშორისო მობილობისა და ევროპაში პროფესიული კვალიფიკაციების აღიარების შესაძლებლობები.

სემინარის მონაწილე მასწავლებლები, ასევე, გაეცნენ პროფესიული განათლების საერთაშორისო მობილობის კონცეფციის სამუშაო ვერსიას და თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს კონცეფციის ავტორებს.

ღონისძიება მონაწილეებისათვის ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა.