მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საჯარო სკოლის დირექტორების გადამზადების მეორე ეტაპი დაიწყო
სიახლეების არქივი04 დეკემბერი , 2016

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, საჯარო სკოლის დირექტორების გადამზადების მეორე ეტაპს იწყებს. გადამზადების პირველი ეტაპი დირექტორებმა ლიდერობის პირველი აკადემიის ფარგლებში 2016 წლის აგვისტო-ოქტომბერში გაიარეს.

ლიდერობის მეორე აკადემია მთლიანობაში 6 მოდულისგან შედგება. მათგან ორი მოდული საჯარო სკოლის დირექტორებს და პროექტის სკოლის ბაზაზე შერჩეულ ფასილიტატორებს 2016 წლის დეკემბერში, ასევე 2017 წლის იანვარსა და აპრილში შეეთავაზებათ.

ლიდერობის მეორე აკადემიის პირველი ტრენინგ-მოდული „გაზიარებული ლიდერობა და ზრდასრულთა სწავლება“ ითვალისწინებს ლიდერობის თანამედროვე მახასიათებლების გაცნობას და მათ მორგებას სკოლის დირექტორის მართვის სტილთან, თანამშრომლობისა და ურთიერთობის პრინციპებთან. აკადემიის მონაწილეები მოდულის გავლის პერიოდში გააკეთებენ საკუთარი მართვის სტილის რეფლექსიას და განსაზღვრავენ საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, ასევე შესაძლებლობებს და რისკებს. გარდა აღნიშნულისა, მოდული, მიზნად ისახავს მასწავლებელთა სასწავლო საჭიროებების საკვლევად აუცილებელი სხვადასხვა ხერხის გაცნობას და შედეგის შესაბამისად, ზრდასრულთა სწავლების ძირითადი პრინციპების გამოყენებას. ამ მიზნის წარმატებით მისაღწევად მოდული აერთიანებს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, ისეთს როგორიცაა, ჯგუფური მუშაობა, სიტუაციური ამოცანა, სიმულაციური თამაში და ა.შ.

რაც შეეხება მეორე მოდულს „სწავლების მენტორობა“, მონაწილეები გაეცნობიან მასწავლებლის მენტორობის სტრატეგიების პრაქტიკაში გამოყენებას, მასწავლებლის პროფესიული პორტფოლიოს შექმნის პროცესის გამოყენებას კოლეგიალური მენტორობისა და ურთიერთსწავლებისთვის.

აღნიშნული ორი მოდულის გავლის შემდეგ სკოლის დირექტორებსა და ფასილიტატორებს გააზრებული ექნებათ მართვისა და თანამშრომლობის თანამედროვე პრინციპები.

საჯარო სკოლის 1700-მა დირექტორმა ლიდერობის პირველი აკადემია მიმდინარე წლის აგვისტოს თვიდან გაიარა.

პირველ ეტაპზე დირექტორები სამ მოდულში გადამზადდნენ:

· 21- საუკუნის სკოლის მახასიათებლები;

· ეფექტური დირექტორი: თეორიიდან პრაქტიკისკენ;

· ფინანსური მართვა, ადამიანური რესურსების მართვა, დროის მართვა და საკანონმდებლო საკითხები;

ლიდერობის აკადემია სამი საფეხურისგან შედგება და სამი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს საჯარო სკოლის დირექტორთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. აკადემიის თითოეული ეტაპი რამდენიმე მოდულისგან შედგება და აერთიანებს ტრენინგების ციკლსა და კვარტალურ შეხვედრებს, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთმანეთს გაუზიარონ ტრენინგზე მიღებული ცოდნა და უნარები. პროექტის შედეგად, 2016 წლის აგვისტოდან 2018 წლის ჩათვლით, ყველა საჯარო სკოლის დირექტორი გადამზადდება.

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სატრენინგო კურსი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ბაზაზე შექმნილი პროექტის მართვის გუნდისა და საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) საკონსულტაციო ჯგუფის ექსპერტების მიერ ერთობლივად შემუშავდა. ლიდერობის აკადემიის ამოქმედების მიზანია სკოლის დირექტორების 21- საუკუნის სკოლის ლიდერებისათვის საჭირო უნარ-ჩვეებით აღჭურვა და მათ მიერ, როგორც სკოლის ეფექტიანი მართვა, ასევე მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა.

ლიდერობის აკადემიას კვალიფიციური ტრენერები უძღვებიან, რომლებიც, ასევე, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტისა და ტრენერთა სკოლის ფარგლებში გადამზადდნენ.

პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.