"მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი" აცხადებს საჯარო სკოლის დირექტორთა კონფერენციაზე მომხსენებელთა რეგისტრაციას.
სამდღიანი კონფერენცია 2017 წლის აპრილში ჩატარდება და მიზნად ისახავს სკოლის მართვის და პროფესიული განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
კონფერენცია კიდევ ერთი საშუალებაა
სკოლის დირექტორების პროფესიული განვითარებისათვის. მათ მიეცემათ შესაძლებლობა,
გააცნონ და გაუზიარონ საკუთარი მიღწევები კოლეგებსა და ფართო საგანმანათლებლო
საზოგადოებას. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ კონფერენციაში მონაწილეობის
დამადასტურებელი სერტიფიკატები.
კონფერენციაზე მომხსენებლობის
მსურველებმა 2016 წლის 1
დეკემბრიდან - 15 იანვრის ჩათვლით
უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმადა გამოაგზავნონ მოთხოვნილი
ფორმების დაცვით შესრულებული აბსტრაქტი შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: laacademyconference@gmail.com
დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით
ბმულს
საჯარო სკოლის დირექტორების კონფერენციის
მომხსენებელთა რეგისტრაციის ფორმა