მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა საგნობრივი
გაერთიანებებისთვის/ასოციაციებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს. კონკურსის
მიზანია პროფესიული განვითარების სფეროში მასწავლებელთა საგნობრივი
ასოციაციების/გაერთიანებების ჩართვა და ამ პროცესში მათი აქტივობის გაზრდა, რაც
ხელს შეუწყობს გარე აქტორების გაძლიერებას და შექმნის პირობებს ცენტრის სერვისების
ეტაპობრივი დეცენტრალიზაციისთვის.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საგნის ან
საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელთა გაერთიანებებს, რომლებსაც აქვთ არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსი.
კონკურსის მიზნიდან გამომდინარე, გრანტის მიღების შემთხვევაში, განმცხადებელმა
უნდა გადაჭრას შემდეგი ამოცანები:
- დაგეგმოს
და ჩაატაროს შესაბამისი საგნის, ან საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებთან
სტანდარტების საჯარო განხილვები, ფოკუს-ჯგუფები და მოამზადოს შესაბამისი
ანგარიში;
- განახორციელოს
სამაგიდო კვლევა, რომელიც მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმის ახალი საგნობრივი
სტანდარტისა და მასწავლებელთა
პროფესიული სტანდარტის შედარებით ანალიზს;
- საბოლოო
ანგარიშში ასახოს კვლევის მეთოდოლოგია, ძირითადი მიგნებები და
რეკომენდაციები.
კონკურსში
მონაწილეობის მსურველმა საგნობრივმა ასოციაციამ/გაერთიანებამ შევსებული
საპროექტო განაცხადი უნდა წარმოადგინოს 5 დეკემბრის ჩათვლით, ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებული
ელექტრონული განაცხადის შევსებული ფორმის სახით ელექტრონულ ფოსტაზე info@tpdc.ge
გარდა ამისა, ელექტრონული განაცხადის ფორმასთან ერთად, განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს:
ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;
ბ) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი;
გ) მოთხოვნა კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
დ) განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა:
ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხა, მათი არსებობის შემთხვევაში.
პროექტისათვის ცენტრიდან მოთხოვნილი თანხა არ
უნდა აღემატებოდეს 7000 ლარს.
დეტალური
ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილი
ელექტრონული
განაცხადის ფორმა
|