მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
პროექტის "ქართული ენის დისტანციური საპილოტე კურსი" ფარგლებში ქართული ენის დისტანციური საპილოტე სკოლის მასწავლებლებისთვის ვორქშოფი მიმდინარეობს. კონკურსის წესით შერჩეული მასწავლებლები სემინარზე
დისტანციური კურსისათვის საჭირო ტექნოლოგიებს გაეცნობიან და დაგეგმილ 5
საპილოტე
გაკვეთილს
დიდ
ბრიტანეთში
მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისათვის ჩაატარებენ.
პროგრამა "ქართული ენის დისტანციური საპილოტე კურსი"უახლეს დიდაქტიკურ პრინციპებზე დაყრდნობით იმუშავებს
და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით ხელმისაწვდომიიქნებაუცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისთვის.აღნიშნულიხელს შეუწყობს ქართული
ენისა და კულტურის გავრცელებასდაუცხოეთში მცხოვრები მოზარდი თაობისათვის ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას.
პროექტი საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის
აპარატის და კომპანიის „Microsoft - საქართველო“ მხარდაჭერით ხორციელდება.
|