მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“
მონაწილის, ნესტან მიქაძის ორგანიზებით, წალკის საგანმანათლებლო რესურსცენტრში მასწავლებლებისთვის
სემინარი გაიმართა.
„გავუზიაროთ
ერთმანეთს გამოცდილება“ - ამ სახელწოდებით მიმდინარე სემინარზე, წალკის
მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მასწავლებელმა, ზოგადი განათლების
უმნიშვნელოვანეს საკითხებზე 16 მოხსენება წარმოადგინა. ორგანიზატორების თქმით,
სემინარი პირდაპირ კავშირშია მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული
განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასთან და მიზნად ისახავს, თანამშრომლობის
გაძლიერების გზით, პროფესიული გამოცდილების გაზიარებას.
სემინარზე
განხილული იყო სხვადასხვა წარმატებული მაგალითები და მასწავლებლების პრაქტიკული
გამოცდილება. პედაგოგებმა საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს ისეთ
მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა „გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტი და
პროფორიენტაცია“, „როგორ დავწეროთ რეფლექსია“, „პედაგოგიური კვლევა“, „რთული
მოზარდი და მასწავლებელი“, „როგორ ვაკეთებთ ელექტრონულ რესურსებს“, „ტექნოლოგიების
გამოყენება პროექტებით სწავლებაში“, „არაქართულენოვანი მოსწავლე და ქართული
სკოლა“, „სასწავლო რესურსი და მისი შეფასება“, „წერის უნარების აგსაუმჯობესებელი
თანამედროვე სტრატეგიები“ და ა.შ.
სემინარში,
მომხსენებლის სტატუსით, წალკის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლის 18 მასწავლებელი
მონაწილეობდა.
|