მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული
ცენტრის
მიერ
ორგანიზებული
საგანმანათლებლო
ტექნოლოგიების
კონფერენციის
მონაწილეები
კონფერენციის
პარტნიორი
ორგანიზაციებისგან
სხვადასხვა
ნომინაციაში
დაჯილდოვდნენ.
მთლიანობაში,
კონფერენციის 23 მონაწილე პედაგოგს ლიბერთი ბანკისგან, მაიკროსოფტისა და ინტელის წარმომადგენლობებისგან
ტექნიკა და ფულათი პრიზები გადაეცათ.
კონფერენცია, მეორე დღეს, მოხსენებების პარალელურად, ტექნოლოგიების გამოფენით
გაგრძელდა,
სადაც
დამსწრე
საზოგადოებას
შესაძლებლობა
ჰქონდათ
გაცნობოდნენ
ინოვაციურ
ტექნოლოგიებს,
ასევე, ტექნოპარკის ლაბორატორიებს. გამოფენის მონაწილე
ორგანიზაციებმა,
ერთი
მხრივ
წარმოადგინეს
ის
შესაძლებლობლობები,
რომელსაც
ტექნოლოგიები
განათლების
სფეროს
სთავაზობს,
მეორე
მხრივ,
მიიღეს უკუკავშირი
სკოლების
საჭიროებათა
შესახებ.
გამოფენაზე
ორგანიზებული
იყო პრაქტიკული
აქტივობები
დაინტერესებული
პირებისთვის
კონკრეტული
ტექნოლოგიის
გასაცნობად.
კონფერენციაზე, ასევე, ტრადიციულად გაიმართა პოსტერების
გამოფენა. პოსტერების
ავტორებმა
სკოლის
ან
ცალკეული
მასწავლებლისა
თუ
წარმატებული
პროექტის
შესახებ
წარმოადგინეს
ინფორმაცია.
პოსტერების
სესია, ყოველწლიურად, საუკეთესო
პრაქტიკის
მაგალითების
გამოვლენას
და
გაზიარებას
ითვალისწინებს.
კონფერენცია უკვე მესამე წელია ტარდება და მიზნად ისახავს
ტექნოლოგიების
სფეროში
მიმდინარე, თანამედროვე
ტენდენციების
შესახებ
დაინტერესებული
მხარეების
ინფორმირებას,
ტექნოლოგიების
სასწავლო
პროცესში
გამოყენების
საუკეთესო
პრაქტიკისა
და
გამოცდილების
გაცნობასა
და გაზიარებას მასწავლებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო
ტექნოლოგიების
სფეროში
მოღვაწე
ორგანიზაციებს
შორის.
|