ათენში, eTwinning-ის ყოვეწლიური კონფერენცია
- „eTwinning-ი
და ციფრული მოქალაქეობა“ გაიხსნა, რომელშიც საქართველოდან მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, პროგრამის კოორდინატორი საქართველოში,
ხატია მატკავა და პროგრამაში ჩართული ქართველი მასწავლებლები მონაწილებოდნენ.
კონფერენციის ფარგლებში
40-მე სადისკუსიო შეხვედრა გაიმართა, რომლებზეც განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორიცაა
თანამედროვე სკოლების მომზადება სამომავლო ციფრული საზოგადოების გამოწვევებისთვის,
ასევე მიმდინარეობდა დებატები ციფრული მოქალაქეობისა და პედაგოგებს შორის თანამშრომლობის
შესახებ, როგორც ევროპაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მთლიანობაში, eTwinning-ის კონფერენციაში,
სხვადასხვა ქვეყნიდან 500-ზე მეტი მასწავლებელი მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ
eTwinning-ის
კონფერენციაზე პირველად იყვნენ მიწვეულნი ევროპის ქვეყნების განათლების სამინისტროს
წარმომადგენლები, 27 ქვეყნის წარმომადგენელს შორის იყო საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური. სამინისტროების წარმომადგენლებს ცალკე
სესია დაეთმო, რომელზეც მათ ერთობლივად შეიმუშავეს პროგრამის სამომავლო განვითარების
პირველადი გეგმა, რომელიც სამომავლოდ ეროვნულ დონეზე დაიხვეწება, ასევე, პროექტის მართვის
პოლიტიკის საკითხები და პროცედურები.
პროგრამა
“eTwinning Plus” ევროპისა და მისი
მეზობელი ქვეყნების
სკოლების თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი
საგანმანათლებლო ქსელია,
რომლის ფარგლებში
მასწავლებლები ერთმანეთს
უკავშირდებიან, თანამშრომლობენ, ერთობლივ სასწავლო პროექტებს
ახორციელებენ და
გამოცდილებას უზიარებენ.
პროგრამაში ჩართულია
400 000 მასწავლებელი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და
მათი რაოდენობა
ყოველდღე იზრდება.
პროგრამა თავის
საქმიანობას ახორციელებს
ონლაინ-პლატფორმის
საშუალებით, რომელიც
პროგრამის მონაწილე
მასწავლებლებისთვის სამუშაო
სივრცეს ქმნის
და მათ
მრავალფეროვან ინსტრუმენტებს სთავაზობს საკუთარი ამოცანების
განხორციელებისათვის.
|