მასწავლებლის სახლში იაპონელმა მეცნიერიმა ჰიროტაკე მაედამ მასტერ-კლასიჩაატრა. თბილისის სხვადასხვა სკოლების ისტორიის მასწავლებლებთან მან სეფიანთაიარნში ქართველების მოღვაწეობაზე ისაუბრა. მასტერ-კლასს მასწავლებელთა პროფესიულიგანვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილიც დაესწრო.
ჰიროტაკე მაედამ მასწავლებლებს საკუთარი წიგნიც წარუდგინა,რომელშიც მე-16 მე-18 საუკუნეებში ირანში მცხოვრებ ქართველებზე ქართული ისტორიოგრაფიისთვის აქამდეუცნობი წყაროებია დაცული. მასალები იაპონელმა მეცნიერმა დიდ ბრიტანეთში, ირანსა დასაქართველოში აღმოაჩინა. წიგნი, რომლის სახელწოდებაა „ქართველები სეფიანთა ირანში“ოთხი ქართული გვარის შესახებ მოგვითხრობს. თითოეული მათგანი მე-16 მე-18საუკუნეებში სეფიანთა ირანის პოლიტიკურ ელიტას წარმოადგენდნენ, მათ შორის იყვნენუნდილაძეები და სააკაძეები.
მასწავლებლის სახლში შეკრებილმა პედაგოგებმაიაპონელ მეცნიერს ახალ წყაროებთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს და მათთვისსაინტერესო ინფორმაცია მიიღეს.
ჰიროტაკე მაედამ აღნიშნული წიგნის გარდაიაპონურ ენაზე თანამედროვე საქართველოსისტორიაც გამოსცა. მაედა იაპონიაში ცნობილი ორიენტალისტი მეცნიერია, რომელიცირანისა და საქართველოს ურთიერთობებზე მუშაობს. |